Home » მთავარი » ნიკა მელიას დაკავებისას გამოყენებული მეთოდები აბსოლუტურად ცივლიზებული და  დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტია, ჩვენმა გმირმა პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა – ირაკლი ღარიბაშვილი

ნიკა მელიას დაკავებისას გამოყენებული მეთოდები აბსოლუტურად ცივლიზებული და  დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტია, ჩვენმა გმირმა პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემირ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისას პოლიციის მიერ გატარებული ზომები ამერიკული და ევროპული ქვეყნების სტანდარტში ჯდება.

ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს გმირი პოლიცია ჰყავს.

„ნიკა მელიას დაკავებისას გამოყენებული მეთოდები აბსოლუტურად ცივლიზებული დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. ჩვენმა გმირმა პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა. ის, რაც თანამედროვე ამერიკული, ევროპული სტანდარტია.

ჩვენ ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ ფარგლებში, საკუთარი  აზრი გამოხატვის უფლებას დავიცავთ, ოღონდ, რა თქმა უნდა,  იმ დათქმით, რომ ყველაფერი  კანონის ფარგლებში უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას შს მინისტრს , ვახტანგ გომელაურს და მთელს პოლციას,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით პარტიის ოფისში დააკავეს.

x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი – ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი და მიუღებელი

ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ...