Home » მთავარი » ნიკა მელია დეპუტატის მანდატს თმობს

ნიკა მელია დეპუტატის მანდატს თმობს

ნიკა მელია დეპუტატის მანდატს თმობს და კენჭს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იყრის. ამის შესახებ მელიამ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის წარდგენისას გააკეთა, მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი იქნება.

„ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტი და ვიბრძოლო თბილისის საკრებულოდან. დღეს თქვენს წინაშე ვაცხადებ, ჩემი და ჩემი მეგობრების და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილებას, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე“,- განაცხადა მელიამ.

Facebook Comments
x

Check Also

“რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

დავით ნებიერიძე მაშ ასე, შევიტანოთ აუცილებელი განმარტებები ივანიშვილთან მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების დეტალებში: პოლიტიკური ვითარების ...