Home » პოლიტიკა » ნიკა მელია: თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება – რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა

ნიკა მელია: თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება – რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა

თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. ამაზე ცხადად როგორ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას იქ, სადაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს. რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის „ქართული ოცნებაც”, – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია.

„ძალიან მარტივი მოცემულობაა და ვფიქრობ “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაბედოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთოს. ოპოზიციამ უარი თქვა მასკარადში მონაწილეობაზე. შესაბამისად, მოპარული, გაყალბებული არჩევნების გაფორმება ჩვენი მონაწილეობით არ მოხდება. მმართველმა პარტიამ უნდა იხელმძღვანელოს რეგლამენტით, რომელიც უკვე დარღვეულია და თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერთა განცხადებებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 27 და 28 იანვარს განიხილავს. შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, საკითხი წარედგინება ბიუროს და 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

Facebook Comments
x

Check Also

თენგიზ ცერცვაძე – არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი, საქართველოს კარგი ხარისხის ვაქცინა თუ უნდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ

მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს, – განაცხადა თემის კომენტირებისას თბილისის ...