Home » მთავარი » ნიკა მემანიშვილი: მოვითხოვ დაუყოვნებლივ მოხდეს ჩემი დაკითხვა! ვფლობ სრულ ინფორმაციას…

ნიკა მემანიშვილი: მოვითხოვ დაუყოვნებლივ მოხდეს ჩემი დაკითხვა! ვფლობ სრულ ინფორმაციას…

უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი პროკურატურას მიმარტავს და დღეს გავრცელებულ ფარულ ცანაწერებთან დაკავშირებით მის დაკითხვას მოითხოვს. უფლებადამცველის თქმით, მას აქვს  სრული ინფორმაცის აღნიშნულ ჩანაწერში ფიგურანტ ადამიანებზე და შეუძლია იმის თქმაც, თუ როგორ და სად მოხდა ჩანაწერის მოპოვება.

-„ვაშაძე დაკითხეთ ბევრი რამე შეუძლია დაადასტუროს… ორი წლის წინ ჩვენი განცხადების საფუძველზე დაიწყო მსგავსი გამოძიება 315 -ე მუხლით. სადაც უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გადავეცით ხელისუფლებას. თუ რამის შნო და ნიათი გაქვთ გადადგით ქმედითი ნაბიჯები და პასუხისმგებლობაში მიეცით კონკრეტული პირები. მე დღესაც მზად ვარ გამოძიებას მივცე ინფორმაცია კონკრეტულ საკითხებზე.
მოვითხოვ დაუყოვნებლივ მოხდეს ჩემი დაკითხვა, რათა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდო გამოძიებას.

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო- ვადასტურებ დღეს გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობას. ვფლობ სრულ ინფორმაციას აღნიშნულ ჩანაწერში ფიგურანტ ადამიანებზე და შემიძლია დავადასტურო სად, როდის მოხდა შეხვედრა, სადაც იქნა მოპოვებული ეს ჩანაწერი.
ასევე სენსაციურ ნიუანსებზე შემიძლია ინფორმაცია მივაწოდო გამოძიებას. ველოდები შესაბამისი ორგანოს მხრიდან ჩემს დაკითხვას.”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...