Home » F-vews » ნინო მიქიაშვილი: ხვალ 13:30 სთ ვიკრიბებით მემორიალთან (იუსტიციის სახლთან)

ნინო მიქიაშვილი: ხვალ 13:30 სთ ვიკრიბებით მემორიალთან (იუსტიციის სახლთან)

F-news

ნინო მიქიაშვილი

ჟურნალისტი

ეგრეთ წოდებული “კორტების სპეცოპერაციიდან” 11 წელი ხვალ სრულდება. ისინი, ვინც მუდმივად დავდივართ სასამართლო განხილვაზე, ხვალ ორის ნახევარზე მივალთ იქ, სადაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ჩაცხრილეს და სადაც ახლა მემორიალია აღმართული. სანამ შვილის საფლავზე ააფეთქებდნენ, ყოველ წელს დაახლოებით ამ დროს მართავდა ხოლმე იური ვაზაგაშვილი აქციას, სადაც მთელი პოლიტელიტა მოდიოდა.

ხვალ 13:30 სთ ვიკრიბებით იმ მემორიალთან (იუსტიციის სახლთან), სადაც 2006 წლის 2 მაისს ჩაცხრილეს ზურა ვაზაგაშვილი საკუთარ ავტომობილში. ეს არ არის აქცია, ეს არის გახსენება იმ ავბედითი დღის, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა გაუთენა მათ ოჯახს. დღე, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება უახლეს ისტორიას.

Facebook Comments
x

Check Also

აქციას მინსკში ექიმები შეუერთდნენ – “ერთად ძალა ვართ!”

ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას ...