Home » ექსკლუზივი » „ნულიდან დაწყებული ბიზნესი ისევ ნულიდან დასაწყები გამიხდა”

„ნულიდან დაწყებული ბიზნესი ისევ ნულიდან დასაწყები გამიხდა”

დავით ცხვარაძე

ნულიდან დაწყებული ბიზნესი ისევ ნულიდან უნდა დაიწყოს, სოფიო რაჭველი სამი შვილის დედაა, მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო დღეს ხანძარმა გაანადგურა. როგორც უკვე იცით,  ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილმა ხანძარმა რაჭველის სადღესასწაულო კომპანია „ ეფექტ სტუდიო “  მძიმედ დააზარალა, მთლიანად განადგურებულია, საოფისე ინვენტარი.

კომპანიის ხელმძღვანელი სოფიო რაჭველი  geomediatv.ge -სთან საუბრისას იმ საზარელ მომენტებს იხსენებს, რომლის წინაშეც, მისი ბიზნესი დღეს დადგა.

ხანძარი პუშკინის ქუჩაზე დღეს გაჩნდა, რამაც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დაწესებულება დააზარალა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი ელექტრო სადენების გაყვანილობა დასახელდა, ბიზნესმენი სახლმწიფოს დახმარებას სთხოვს.

-„ნულიდან დაწყებული, ბიზნესი, ისევ ნულიდან დასაწყები შემექნა, 12 საათი იქნებოდა, როდესაც დამირეკეს და მითხრეს- ვიწვითო, ხომ ხვდებით, რა დამემართებოდა, განადგურებულია ყველაფერი, მთელი შენობა, ოფისები, ტექნიკა წყლითაა სავსე, რა მეშველება არ ვიცი, მეტი მე არაფერი გამაჩნდა, ეს ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო ჩემი შვილების, განადგურებული ვარ”-აცხადებს ბიზნესმენი სოფიო რაჭველი და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

თუ რა დახმარებას გაუწევს ქუთაისის მერია ქალაქში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, ეს ჯერ უცნობია.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...