Home » ბლოგი » „ნუ ავაბალახებთ წინაპართა ბილიკებს, რათა ჩვენს შემდეგ მომავალს არ გაუჭირდეთ მათი მიგნება!..“

„ნუ ავაბალახებთ წინაპართა ბილიკებს, რათა ჩვენს შემდეგ მომავალს არ გაუჭირდეთ მათი მიგნება!..“

ხათუნა მარუშაშვილი

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესის მარტყოფის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელი

მეამაყება მარტყოფელობა! იალნოს ქედიდან თვალს თუ გადავავლებთ, მის კალთებზე წარმტაცად შეფენილ ძირზველ სოფელ მარტყოფს დავინახავთ, რომელიც საქართველოს სოფლებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა, სადაც ოთხიათასი კომლი ცხოვრობს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ თბილისში, ავლაბრის მიმდებარე ადგილები მარტყოფის მონასტერს ეკუთვნოდა, რომლის დასახელებაც ავლაბარში ქუჩას დღემდე შემორჩენილი აქვს, “მარტყოფის ქუჩა” და “მარტყოფის შესახვევი”. შემდეგ აქ ლტოლვილი სომხები ჩამოსახლებულან და ეს მიწები მიუთვისებიათ.

მადლიან წინაპრებს აქ ყოველ ბორცვზე უფლის სახლი აუგიათ და შემოქმედი უდიდებიათ, აქ, წმინდა ლამპარად დაუნთიათ ღვთის სიყვარული…. იალნოს მთის სამხრეთით, სალ კლდეზე ამაყად აზიდულა მარტყოფის მონასტერი, რომლის მთავარი ტაძარი v საუკუნის მეორე ნახევარში აუგია მეფე ვახტანგ გორგასალს, ხოლო მეექვსე საუკუნეში , დაახლოებით 454 წელს, საქართველოს ქრისტეს სიტყვის საქადაგებლად წამოსულა 13 ასურელი მამათაგანი, წმინდა ანტონს აქ სამონასტრო ცხოვრება გაუშლია. თვითონ კი მონასტრის მოშორებით ცხოვრების უკანასკნელი 15 წელი მარტოს, ლოცვებში გაუტარებია.მარტო ცხოვრების გამო, ხალხს წმინდა მამისათვის მარტყოფელი უწოდებიათ. ხოლო შემდეგ მისი სახელიდან წარმოიქმნა სოფლის სახელი “მარტყოფი”

მარტყოფის მონასტერს ხვთაებას უწოდებენ. მაცხოვრის სასწაულმოქმედი ხელთუქმნელი ხატის გამო, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მონასტერში იყო დავანებული. VI საუკუნეში კეცზე აღბეჭდილი ხატი, ნესტორის ეკლესიაში მოხვედრილა. აქ იგი ნახა მამა ანტონმა და ეს დიდი სიწმინდე მწვალებელთა ხელში რომ არ დარჩენილიყო, ფარულად წამოასვენა საქართველოში. საუკუნის მანძილზე მონასტერი დამპყრობელთა ხელით არა ერთხელ იყო აწიოკებული, მისი საუნჯეები გაძარცული და სიწმინდეები იავარქმნილი… თემურლენგის ერთ-ერთსემოსვლისას იმ დროს, როდესაც ამიერკავკასია განწირული იყო ცეცხლისა და მახვილისათვის, მარტყოფის ეპისკოპოსს გიორგის, სხვა სიწმინდეებთან ერტად გადაუმალავს ხელთუქმნელი ხატიც (კერამიონი), მაგრამ მტერთაგან მოკლულ ეპისკოპოსს აღარ დასცალდა ძმებისათვის ეთქვა სად დამალა წმინდა განძი, რომელიც დღემდე მიუგნებელია. მარტყოფის მონასტერში მოგზაურობისას ცნობილი ისტორიკოსს თედო ჯორდანიას, მწყემსებისაგან მოუსმენია, რომ ზოგჯერ ღამ-ღამობით ცაზე არაჩვეულებრივი ნათელი ჩნდება, რომელიც ხან მამა ანტონეს კოშკს ეფინება ხან მონასტერს და დიდხანს ჩერდება ასე.

არსებობს თქმულება, რომ ” მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი მაშინ გამოჩნდება, როცა ხალხი ამის ღირსი იქნება..” სოფელ მარტყოფის მიწა ავბედითობის უხვი მოწმეა. აქ, ბევრი სისხლი და ცრემლია დაღვრილი. 1625 წლის 25 მარტს სწორედ აქ ულევერის თვალუწვდომელ ველზე, ქართველთა ჯარი, გიორგი სააკაძის მეთაურობით, თავგამოდებით იბრძოდა სპარსელთა წინააღმდეგ. ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დამთავრდა. ეს ბრძოლა ,რომელმაც გადაწყვიტა ქართველთა ყოფნა-არყოფნის საკითხი და ფაქტიურად მთელი ერი გადაარჩინა ფიზიკურ და სულიერ განადგურებას. საქართველოს ისტორიაში მარტყოფის ომის სახელით შევიდა. შაჰა-ბასი დიდ მიზნათ ისახავდა ქართლ-კახეთის სრულ განადგურებას. საქართველოში გამარჟვების მოპოვების შემდეგ, მარტყოფის ომამდე 9 წლით ადრე, 1616 წელს , მან აქედან სპარსეთში 50 000- მდე ქართველი გადაასახლა და ხორაშანში, მაზანტერაში, და სხვა ადგილებში დაასახლა. მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანის გადმოცემით, რუსთაველი ეპისკოპოსი იოსები, ამაოდ ევედრებოდა შაჰს ქართველი მოსახლეობის ნაცვლად მძევლად აყვანას. უშედეგო გამოდგა მისი მუდარაც ქართლის მეფე ლუარსაბის დის, თინა-თინის მიმართაც, რომელიც შაჰს ჰყავდა ცოლად. გამოეჩინა გულმოწყალება თვისტომთა მიმართ, იოსებ რუსთაველი, ხვეწნა მუდარით, რომ ვერაფერს გახდა, მწუხარებისაგან ერთ თვეში გარდაიცვალა.

ფერეიდანში გადახვეწილი ქართველთა შთამომავალნი დღემდე თავიანთი წინაპრების ენაზე მეტყველებენ. მათ იციან, საქართველოში რომელ გვარსა და სოფელს ეკუთვნოდნენ. ბევრ მათგანს იმ წმინდათა სახელებიც ახსოვთ, რომელთა სადიდებლათაც აღავლენდნენ ლოცვებს მათი იძულებით გამაჰმადიანებული წინაპრები და წმინდა ანტონ მარტყოფელის ხატებიც აქვთ დასტურად იმისა, რომ ისინი ტყვედ წაყვანილი მარტყოფელების შთამომავლები არიან.

ჩვენ წინაპართა ნაკვალევს მივყვებით…. იმ ბილიკებს, რომლებზეც ჯერ არ წაშლილა კვალი და საამოა, თბილი მათ გაკვალულ ბილიკებზე სიარული…. ნუ ავაბალახებთ ამ ბილიკს, რათა ჩვენს შემდეგ მომავალს არ გაუჭირდეთ მათი მიგნება.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...