Home » მთავარი » „ნუ გაგაბრიყვებთ ლუკაშენკოს ხელოვნური აგრესია რუსეთთან და პუტინთან მიმართებით“

„ნუ გაგაბრიყვებთ ლუკაშენკოს ხელოვნური აგრესია რუსეთთან და პუტინთან მიმართებით“

დავით ნებიერიძე

საზოგადოება „ივერია“

ნურავინ დაიჯერებს და ნურავის გააბრიყვებს ლუკაშენკოს ბოლო დროინდელი ფიცხელი სიტყვები და დაუფარავი, მაგრამ ხელოვნური აგრესია რუსეთთან და პუტინთან მიმართებით. ეს ყველაფერი მხოლოდ ბლეფია, რომელიც მას ჭირდება რუსეთთან და დასავლეთთან ერთდროული მომგებიანი ვაჭრობისთვის. ამას, რომ კარგად მიხვდეთ უნდა გააცნობიეროთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი:

ლუკაშენკო და დღევანდები ბელორუსი მთლიანად რუსული, პუტინის პოლიტიკის პროდუქტია. რომელიც უბრალოდ ვერ იარსებებს პუტინისა და ზუსტად აი ასეთი რუსეთის გარეშე. თუ ლუკაშენკო მართლაც გადაწყვიტავს რუსეთისა და პუტინის გარეშე ცხოვრებას, მაშინ პირველ რიგში მას ბელორუსის ეკონომიკის გადაკეთება მოუწევს. ეს კი შეუძლებელი პოლიტიკური მოცემულობის ფუნდამენტალური ცვლილების გარეშე, დემოკრატიის მიმართულებით და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის პოლიტიკური საფუძვლების შექმნის გარეშე. ეს კი ავტომატურად ნიშნავს ლუკაშენკოს ხელისუფლების დასრულებას.

ერთი სიტყვით ლუკაშენკოს ბელორუსი ზუსტად ის მოდელია, რომლის დამყარებაც ძალიან უნდა ივანიშვილს საქართელოში. მაგრამ, ივანიშვილს ხელს უშლის ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მიშას დროს ჩადუღაბდა ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტში და რომლის დანგრევასაც ვერ ახერხებს ჭორვილელი ლუკაშენკო.

ზუსტად აი ამ პარალელების გააზრებაა მნიშვნელოვანი, რათა მთლიანად გაშიფრო ღალატის ის სტრატეგია რომელზეც დგას ივანიშვილი და მისი ხელისუფლება დღეს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...