Home » ემიგრანტები » ,,ნუ გამწირავთ” – სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია ათენში

,,ნუ გამწირავთ” – სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია ათენში

დღეს ათენში კონგოში დატყვევებული მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმარა. საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები სოსო ოსორაულის გამოსახულებიანი ფოტოებით შეიკრიბნენ და ამ ჟესტით სოლიდარობა გამოხატეს დატყვევებული საქართველოს მოქალაქის და მისი ოჯახის მიმართ.

აქციის მონაწილე ემიგრანტებმა შეკრების და ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შემდგომ , ათენში საქართველოს საელჩოს შენობასთან გადაინაცვლეს და დამცავ ღობეზე სოსო ოსორაულის ფოტოები გააკრეს წარწერით: ,,ნუ გამწირავთ”, რითაც მათ საქართველოს ხელისუფლებას აქტიური მოქმედებებისა და მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებისკენ მოუწოდეს, რათა რაც შეიძლება მელე დაუბრუნდეს დატყვევებული სოსო ოსორაული საკუთარ ოჯახსა და ოთხ შვილს.

ორგანიზატორთა განცხადებით აქციები პერმანენტული სახის იქნება და დატყვევებული ქართველი მფრინავის გათავისუფლებამდე გაგრძელდება .

Facebook Comments
x

Check Also

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-მა წინასაარჩევნო პერიოდზე რეკომენდაციები გაავრცელა

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-მა პრეზიენტაცია გამართა. პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს და პარტიის ერთმანეთისაგან ...