Home » მთავარი » ობამამ რუსეთი დაადანაშაულა და კონტრქმედების დაწყება დააანონსა

ობამამ რუსეთი დაადანაშაულა და კონტრქმედების დაწყება დააანონსა

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ რუსეთი აუცილებლად მიიღებს კონტრქმედებას აშშ-ს საარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო.

-„ვფიქრობ, როცა უცხო სახელმწიფო ცდილობს გავლენა მოახდინოს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების შედეგებზე, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ უნდა მივიღოთ ზომები. ჩვენ მივიღებთ შესაერის ზომებს, რუსეთი კი მიიღებს კონტრქმედებას“-განაცხადა ბარაკ ობამამ.

უფრო ადრე კი ამერიკის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რუსეთში მომუსავე ჰაკერებმა გატეხეს დემოკრატიული პარტიის კომპიუტერული ქსელი, ასევე ჰილარი კლინტონის მრჩევლის, ჯონ პოდესტის პირადი ელექტრონული ფოსტა. ოფიციალური კრემლი კი ამ ჰაკერულ ოპერაციასთან კავშირს უარყოფს.

ოქტომბერში კი აშშ-ს სპეცსამსახურებმა რუსეთი ორგანიზებულ კიბერ-შეტევაში დაადანასაულეს. თეთრი სახლი საპასუხო რეაქციას აანონსებს, თუმცა რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს, არ ასაჯაროვებს.

როგორც გუშინ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, არანაირი კომენტარი კონტრქმედებებზე.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...