Home » მთავარი » ოზურგეთის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიბმული იყო „ოცნების“ მერობის კანდიდატის ფეისბუქ-გვერდი

ოზურგეთის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიბმული იყო „ოცნების“ მერობის კანდიდატის ფეისბუქ-გვერდი

ცესკო-ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შესახებ

12 ოქტომბერს №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქ. ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფრომაციო განყოფილების უფროსის ხათუნა შარაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა, ქ. ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფრომაციო განყოფილების უფროსის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტი, კერძოდ – ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიბმული იყო პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ფეისბუქ-გვერდი, ნაცვლად ქალაქის მერიის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს
გადაეგზავნა.

 

Facebook Comments
x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...