Home » მთავარი » ოთარ კახიძეს თამარ ხულორდავამ უპასუხა

ოთარ კახიძეს თამარ ხულორდავამ უპასუხა

კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომების გაშუქების შესაძლებლობა ეზღუდებათ – განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ გააკეთა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურმა დირექტორმა მიიღო და ამიერიდან კერძო ტელევიზიებს პარლამენტში გამართული სხდომებიდან მხოლოდ იმ სხდომის „ლაივ-სტრიმი“ მიეწოდება, რომელიც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხის ეთერში გავა:

”როგორც მოგეხსენებათ, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყველა სხვა კერძო ტელევიაზიას სხვადასხვა კომიტეტიდან, სესიიდან, ბიუროს სხდომიდან ერთიან „ლაივ-სტრიმს“ გადასცემს. ეს არის ე.წ. შავი „ლაივ-სტრიმი“, რომლის შესაძლებლობაც ტელევიზიების საერთო რესურსებით შეიქმნა. შემდგომ თავად ტელევიზია ირჩევს, რომელი კომიტეტის სხდომა აიღოს. შეიძლება ერთსა და იმავე დროს მიმდინარეობდეს ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომები, ამ შემთხვევაში ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” „ლაივ-სტრიმს“ ყველა ტელევიზიას გადასცემდა და თავად ტელევიზია ირჩევდა, რა გაეშუქებინა. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ”საზოგადოებრივი მეუწყებლის” მეორე არხის ეთერში რაც გავა, კერძო ტელევიზიები მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ. ჟურნალისტები სერიოზულად შეშფოთებული არიან. ეს იქნება პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გაშუქების კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი – ტელევიზიებმა გააშუქონ ის, რასაც თავად ჩათვლიან საჭიროდ და არა ის, რასაც საჭიროდ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ჩათვლის. ისეთაც არის კითხვის ნიშნები, თუ რატომ ხდება GDS-ის გუნდის ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადასვლა, საუბარია გადაცემების დახურვაზე. ჩვენ პარლამენტის წევრებმა არ უნდა დავუშვათ უკან გადავდგათ ნაბიჯი” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძეს თამარ ხულორდავამ უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს შეხვდება.

”არანაირი ნიშანი იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი რაიმე გახსნილობას და დებატებს გაურბოდეს, სახეზე არ არის და არ იქნება მომავალში.
ძალიან მალე იგეგმება შეხვედრა ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარესთან, რომელიც ჟურნალისტებმა ითხოვეს და ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება, გავერკვევით სიტუაციაში და ვნახავთ რა პროცესთან გვაქვს საქმე.

მე, პირადად, დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას – აუცილებლად უნდა დავრჩეთ გახსნილები, აუცილებლად ყველა სივრცე დარჩება გახსნილი იმიტომ, რომ ჩვენთვის ღირებულია სწორედ ეს გახსნილობა, დებატები. არ ვიმსახურებთ იმ კრიტიკას, რომელიც ახლა მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან. ამ საკითხში აუცილებლად გავერკვევით და და იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული.

თუ ასეთი რამ მართლაც იქნა გაცხადებული ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის მხრიდან, იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილების განხილვის შესაძლებლობა მაინც მოგვეცემა” – განაცხადა ხულორდავამ.

 

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...