Home » მთავარი » “ოთხოზორიას მკვლელებს ტაკუნები თბილად რომ ჰქონდეთ, უხდიან კომუნალურ გადასახადებს!”

“ოთხოზორიას მკვლელებს ტაკუნები თბილად რომ ჰქონდეთ, უხდიან კომუნალურ გადასახადებს!”

“ენგურჰესის” გაჩერების გამო საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, დაიწყო იმპორტი სომხეთიდან (18 თებერვალს 1,71 მლნ კვტ.სთ, 19 თებერვალს 2,83 მლნ კვტ.სთ). გაიზარდა ელექტროენერგიის მიწოდება აზერბაიჯანიდან (18 თებერვალს 3,69 მლნ კვტ.სთ, 19 თებერვალს 5,34 მლნ კვტ.სთ). რუსეთიდან კი იმპორტი დღეში საშუალოდ 4,5 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.

ჯამში 19 თებერვალს სისტემას მეზობელი ქვეყნებიდან 12.66 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც ქვეყნის დღიური მოხმარების მესამედია. შესყიდული ენერგიის ნაწილი აფხაზეთს მიეწოდება.

ამ ფაქტს „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე ეხმიანება და სვამს კითხვას-რატომ არ იღებს ხმას საზოგადოება, რომელიც ყველა უმნიშვნელო რამეზე “ვაიპატრიოტიზმით” ყვირის?

-„ენგური, როცა დენს გამოიმუშავებს, მაშინ ნაწილი მიაქვს აფხაზებს, მაგრამ როდესაც ენგური დენს არ გამოიმუშავებს და ჩვენ დენს ვყიდულობთ ვალიუტაზე რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერნაიჯანიდან, რატომ ვაწვდით უფასოდ აფხაზებს? ყველაფერში ფრაერები როგორ უნდა ვიყოთ, ყველგან თავი დახრილი რატო უნდა გვქონდეს, მარტო საქართველოს მოქალაქეებთან არის ეს ხელისუფლება მაგარი. ერთი

ლარი დავალიანება რომ გქონდეს ოჯახს ყინვაში ჩაუჭრიან დენს და აგერ აფხაზებს, ოთხზორიას მკვლელებს უკაცრავად და ტაკუნები თბილად რომ ჰქონდეთ უხდიან კომუნალურ გადასახადებს და მერე კიდე ოკუპანტებს ეძახიან. ოკუპანტები კი არა პლანტატორები ყოფილან და ჩვენ კიდე – მონები!“

შეგახსენებთ, რომ “ენგურჰესის” მუშაობის შეჩერება წყლის დაბალ დონეს უკავშირდება. ამასთან, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში სპეციალისტები სადგურის დერივაციულ გვირაბს შეისწავლიან და 2018 წლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოს დაგეგმავენ.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“…ღირებულებები, რომლებსაც მავთულხლართები ვერასდროს შემოსაზღვრავს…”

ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ ...