Home » მთავარი » ოთხ ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვს

ოთხ ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვს

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში  გადაყვანილი  5 ჯარისკაციდან მხოლოდ  ერთს აქვს პნევმონია.  აღნიშნული განცხადება  კლინიკის დირექტორმა გააკეთა.  ლალი ტურძელაძის ინფორმაციით ჯარისკაცებს კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდებათ.

„ ხუთი  ჯარისკაციდან, ოთხს ტემპერატურა აღარ აქვთ. როდესაც გადმოიყვანეს, ყელის ტკივილები და  37  ტემპერატურა აღენიშნებოდათ, დღეს კი  უკეთესადაა მათი მდგომარეობა.  ჯარისკაცს, რომელსაც ფილტვების ანთება აქვს,  სხვა პალატაშია მოთავსებული”- აცხადებს ტურძელაძე.

როგორც ცნობილია, ჯარისკაცები სამხედრო ნაწილის გარეთ პატრულირებდნენ, სადაც ტემპერატურა დაუფიქსირდათ.  ისინი ყაზარმულ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

ალექსეი ნავალნი პუტინზე: ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სანაგვეზე მოისროლეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ვიდეომიმართვას ავრცელებს. „ერთი წუთის წინ გამომიყვანეს ადვოკატებთან შესახვედრად. მომიყვანეს აქ, სადაც ...