Home » მთავარი » ოკუპანტებმა გორის მაცხოვრებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ოკუპანტებმა გორის მაცხოვრებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“2016 წლის 26 ივლისს საოკუპაციო ხაზზე, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიწოდებული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის და ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე ერგნეთში”, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობისთვის გელა გელაშვილი იბრძოლებს

,,ლელო საქართველოსთვის“ კახეთის რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელა გელაშვილი იქნება. ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახმეტა-თელავი-ყვარელი- ...