Home » ექსკლუზივი » ოკუპანტი რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმსათვის, რომ საქართველოს ჩამოაცილოს აფხაზეთი!

ოკუპანტი რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმსათვის, რომ საქართველოს ჩამოაცილოს აფხაზეთი!

  ოკუპანტი რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმსათვის, რომ საქართველოს ჩამოაცილოს მისი ძირძველი რეგიონი აფხაზეთი და ორივე მხრიდან მოსახლეობას შეუქმნას ურთიერთობის ბარიერი და დაუმძიმოს ჰუმანიტარული მდგომარეობა.

  აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორი გამშვები პუნქტის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უფლებადამცველი გიორგი თევზაძე geomediatv.ge-სთან გამოეხმაურა.

„ოკუპანტი რუსეთი განაგრძობს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობი წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს რაც მისი მხრიდან დაწყებული იქნა ჯერ კიდევ 1992 წლიდან და გრძელდება დღემდე …. როგორც სჩანს რუსეთის მიერ კიდევ ერთი მზკრული ჩანაფიქრის განხორციელებას აპირებს კერძოდ, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორი გამშვები პუნქტის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ეს ფაქტი კიდევ უფრო დაამძიმებს აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობას და კიდევ უფრო სავალოლო მდგომარეობაში ჩააგდებს ადგილობრივ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა მისი მარიონეტი სეპარატისტული აფხაზური წარმომადგენლებთან ერთად გაზაფხულზე ორი საფეხმავლო გადასასვლელი დაიკეტა, ახლა იყო განცხადება, რომ კიდევ ორი საცალფეხო გზა შეიძლება დაიკეტოს ე.წ. ქვედა ზონასთან დამაკავშირებელ ადმინისტრაციულ ხაზზე.

რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპანტი რუსეთის გამიზნული პოლიტიკის ნაწილი რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმსათვის, რომ საქართველოს ჩამოაცილოს მისი ძირძველი რეგიონი აფხაზეთი და მასთან ერთად სამაჩაბლოც რომელსაც უცოდინარობითა თუ უგუნურობით სამწუხაროდ ზოგიერთი საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსი თუ ექსპერტი „ სამხრეთ ოსეთად მოიხსენიებს „ საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის რომ უფრო აქტიურად ჩართონ აღნიშნულ მოვლენების მსჯელობაში საერთაშორისო საზოგადოება და ავტორიტეტული ინსტიტუტები რადგან თუ ოკუპანტმა რუსეთმა კვლავაც განახორციელა თავის ჩანაფიქრი არა მარტო გალის რეგიონს არამედ მთლიანად აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო დამძიმდება რაც საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან აქტიურ და ქმედით ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი“

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...