Home » მთავარი » “ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო”

“ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო”

გიორგი კვირკაშვილი კახეთში, მეღვინეობა ,,ნელქარის” ოფიციალურ გახსნას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ საზღვრის გადმოწევის საკითხს.

-,,ოკუპაცია რომ არის ძალიან მძიმე პრობლემა, ამაზე ჩვენ ბევრჯელ გვისაუბრია. ვცდილობ ემოციის გარეშე ვუყურო ბრალდებებს ჩვენი ხელისუფლების მიმართა, თუმცა თანდათან უფრო ძნელი ხდება ამ ბრალდებებს ემოციების გარეშე ყურება. ჩვენს ხელისუფლებას არცერთი წუთი არ გაუტარებია, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი ჩვენს დღის წესრიგში. ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტები პარტნიორებთან ავრცელებენ უსაფუძვლო ჭორებს, რომ ეს საკითხი აღარ გვაქვს დღის წესრიგში და მათი გამოკითხვებით ცდილობენ ეს საკითხი გადაიტანონ მე-2 ან მე-3 შრეში. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას ჩემი უმთავრესი თემა იყო და ხაზგასმით ავღნიშნე:

,,ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, არ დაიჭეროთ არცერთი კვლევის, რომელიც აჩვენებს, რომ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის მე-2, მე-3 ან უფრო ქვედა რიგის თემა. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, რანაირი წარმატებაც არ უნდა იყოს ეს დარჩება ნომერ პირველი საკითხი ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში. “-ეს იყო ჩემი საუბრის თემა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან. ეს თქვენც მინდა იცოდეთ.

135 სოფელი, როგორც ცდილობს წარმოაჩინოს ოპოზიციის ნაწილი გახლავთ დაკარგუილი არა მცოცავი ოკუპაციის შედეგად, არამედ ოკუპაციის შედეგად და ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მძიმნე მემკვიდრეობიდან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა”-განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა

Facebook Comments
x

Check Also

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საია დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საია დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. “ახალგაზრდა იურისტები” ამტკიცებენ, რომ ...