Home » მთავარი » ოკუპირებული გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში დამატებითი ცვლილებები შევიდა

ოკუპირებული გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში დამატებითი ცვლილებები შევიდა

ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო საპასპორტო სამსახურმა ე.წ. ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში მორიგი ცვლილება შეიტანა. 

ე.წ. დოკუმენტის აღების მსურველებისთვის „ტალონების სისტემა“ ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მოხდება საბუთების ჩაბარება და „მოწმობების“ გატანა, თუმცა ოკუპირებული რეგიონის მედია არ აკონკრეტებს, სად და როგორ გაიცემა ე.წ. ტალონები.

დე ფაქტო ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა რიგებში ადამიანების რაოდენობაც განსაზღვრეს. ყოველდღიურად 70-ზე მეტ ადამიანს ე.წ. საპასპორტო განყოფილება აღარ მიიღებს, რადგან ამის რეალური რესურსი არ არსებობს, – განმარტავს „გალ-ტევე”.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში ე.წ. ბინადრობის მოწმობის გასაცემად 689 პირის საქმე განხილვის პროცესშია, მთლიანად კი 35 ე.წ. ბინადრობის მოწმობაა გაცემული, აქედან 23 – ოკუპირებულ გალში, ორი – ტყვარჩელისა და 10 – ოჩამჩირის რაიონში.

 

Facebook Comments
x

Check Also

დღეს რომ მშვიდობიანად ვარ თბილისში, ბატონი არჩილის გმირობის დამსახურებაა

“მე რომ დღეს მშვიდობიანად ვარ თბილისში, ეს ბატონი არჩილის გმირობის დამსახურება”, — ასე გაიხსენა დე ...