Home » მთავარი » ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ახალი პრობლემები ექმნებათ!

ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ახალი პრობლემები ექმნებათ!

აფხაზეთის დეფაქტო ხელისფულება 22 თებერვლიდან ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას აპირებს, 3 მარტიდან კი ყველა იმ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუქმებას, რომლითაც ადგილობრივები ყოველდღიურად სარგებლობენ. ასე რომ, საოკუპაციო რეჟიმი საზღვრებს კეტავს – ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ზუგდიდთან დამაკავშირებელი პუნქტების გადმოკვეთას ვეღარ შეძლებს.

ამოქმედდება შესაბამისი სანქციებიც. იმ შემთხვევაში, თუ კი გამშვები პუნქტები დაიხურება, ზუგდიდში ჩასასვლელად გალის რაიონის სოფლების მოსახლეობას 25-დან 35 კილომეტრამდე მეტის გავლა მოუწევს.

ოფიციალური თბილისი 22 თებერვალს გალში დაგეგმილ შეხვედრას ელოდება. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აცხადებს, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლების გადაწყვეტილება არ შესრულდეს.

საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, რომ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდოს.

ამას თუ ისიც დაემატა, რომ ენგურის ხიდზე რუსი ჯარისკაცები საბაჟო-გამშვებ პუნქტსაც აამოქმედებენ,  ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს საკმაოდ დიდი პრობლემები ექნებათ.

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...