Home » მთავარი » ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნები მიმდინარეობს!

ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნები მიმდინარეობს!

არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში დილის 08:00 საატზე დაიწყო. ყველა უბანი დროულად გაიხსნა და ზოგიერთ საარცევნო უბანზე გახსნის წუთებუდან ისმის მუსიკა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 12 მარტის არჩევნებზე საკმაო აქტივობაა.

ხმა უკვე მისცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. მისი თქმით, პარლამენტში უნდა მოვიდნენ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობის, სუფთა პოლიტიკური წარსულის და ხალხის ხმის გამგონი პოლიტიკოსები.

-„მარაზმის და რადიკალიზმის ადგილი არ არის პარლამენტი“-განაცხადა ხაჯიმბამ.

მისივე თქმით „ქვეყანაში“ საპრეზიდენტო მმართველობა უნდა დარჩეს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...