Home » მთავარი » ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში ფრესკები დაზიანდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში ფრესკები დაზიანდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში კედლები თითქმის სრულად არის დაზიანებული. განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები. შენობაში ჩანს ხარაჩოები. .

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები რომელიც კადრებში ჩანს არასათანადო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს. ოკუპირებულ აფხაზეთში ბედიის კომპლექსში ჯერ კიდევ გასულ წელს ტაძარში არსებული ბაგრატის ფრესკა სრულად განადგურდა.

„მნიშვნელოვანია, პროცესში ჩაერთოს საერთაშორისო საზოგადოება და სხვადასხვა ორგანიზაციები“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა.

ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ხალხს სჭირდება მაჟორიტარული სისტემა, მადლობა თითოეულ პოლიციელს…”

იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა შსს-ს და თითოეულ პოლიციელს. მისი თქმით კარგია, რომ ნულოვანი ...