Home » მთავარი » ოკუპირებულ ცხინვალში რუსულ სამხედრო ბაზაზე 3 ათასი სამხედროა მობილიზებული

ოკუპირებულ ცხინვალში რუსულ სამხედრო ბაზაზე 3 ათასი სამხედროა მობილიზებული

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე 3 ათასი სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული. რუსეთის სამხრეთ, სამხედრო ოლქის სარდლობამ განგაში საშტაბო-სამეთაურო სწავლების ფარგლებში გამოაცხადა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტორო აცხადებს, სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა საჰაერო თავდასხმის დროს მოქმედებას და მთიანი რელიეფის პირობებში დანაყოფების ეფექტურ მართვას სწავლოს.

გავრცელებული ინფორმაციით, სწავლება 500 ერთეული შეიარაღებისა და საბრძოლო მანქანების გამოყენებით მიმდინარეობს. მასშტაბური წვრთნები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 17 ივნისამდე გაგრძელდება.

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...