Home » მთავარი » ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ესტაფეტაში რობოტი მონაწილეობდა

ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ესტაფეტაში რობოტი მონაწილეობდა

სამხრეთ კორეის ქალაქ ტეჯონში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში რობოტი HUBO მონაწილეობდა.

HUBO კორეის მოწინავე ტექნოლოგიების ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს. მან ჩირაღდნით 100 მეტრი გაიარა და ოლიმპური ცეცხლი მის შემქმნელს გადასცა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში ასევე მონაწილეობდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის რობოტტექნიკისა და მექანიკის ლაბორატორიის დამაარსებელი, პროფესორი დენის ჰონგი და რობოტი KAIST – ადამიანის მიერ მართული მოდელი FX-2.

რობოტი HUBO სწორედ კალიფორნიაში გახდა 2015 წელს ჩატარებული კონკურსის DARPA Robotics Challenge-ს გამარჯვებული.

ზამთრის ილიმპიადა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9-დან 25 თებერვლამდე გაიმართება.

 

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...