Home » მთავარი » ომბუდსმენი ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას უგზავნის

ომბუდსმენი ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას უგზავნის

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი  ვენეციის კომისიას დასკვნას უგზავნის. უჩა ნანუაშვილის მიერ მომზადებულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული.  მთავარი პრიორიტეტები დამოუკიდებელი საგამოძიებო-სასამართლო სისტემა  და სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებაა.  ომბუდსმენი კონსტიტუციაში  შესატან იმ ცვლილებასაც  ეწინააღმდეგება,  რომლის თანახმადაც უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარადგინოს კანდიდატები.  სახალხო დამცველი ვენეციის კომისიისთვის გასაგზავნ დოკუმენტში შრომის უფლებების დაცვასა და სოციალურ საკითხებზეც აკეთებს აქცენტს.

Facebook Comments
x

Check Also

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო ...