Home » მთავარი » “ომბუდსმენმა ყველას უფლებები თანაბრად უნდა დაიცვას!”

“ომბუდსმენმა ყველას უფლებები თანაბრად უნდა დაიცვას!”

მარინა ლათიბაშვილი

ჟურნალისტი

ამ ქვყანას ომბუდსმენი რომ ჰყავს მხოლოდ მაშინ ვიგებთ,როდესაც დასაცავი ან იეღოველია,ან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი,ან უცხოელი.უჩა ნანუაშვილს დღემდე ხმა არ ამოუღია ზვარეს ინციდენტზე.აგერ,უკვე რამდენიმე დღეა ფიქრობს და ეტყობა ვერ გადაუწყვეტია აღშფოთება გამოთქვას თუ შეშფოთება?!ჩინელმა ინვესტორებმა სცემეს ქართველი მუშები,ანუ ადგილეობრივი დაქირავებულები,რომელთაც კაპიკებზე ამუშავებენ განსხვავებით საკუთარი თანამშრომლებისგან,რომელთაც თურმე საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ და დღეში სამჯერადი კვებაც.მათგან დაზარალებულ ქართველ მუშები კი სამკურნალო ფულსაც ვერ იხდიან კლინიკაში.

კი,მაგრამ რა საჭიროა ეს ამხელა აპარატი და მაგდენი ხარჯები ,თუ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს არ დაიცავს? ან,თუ დაიცავს-გამორჩევით!..

p.s.როგორც ამბობენ,უჩა ნანუაშვილის მეუღლე იეღოველია. რა თქმა უნდა ეს მათი პირადი საქმეა.უბრალოდ,თუ ეს მართალია ბევრი რამ უკვე გასაგები ხდება.მაგრამ,რადგან წარმოადგენს ამ სამსახურს კეთილი ინებოს და ყველას უფლებები თანაბრად დაიცვას განურჩევლად სქესისა, რასისა,წარმომავლობისა და რელიგიური რწმენისა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სამართალდამცველები დღევანდელი დღისთვის სრულ მობილიზაციას აცხადებენ

სამართალდამცველები დღევანდელი დღისთვის სრულ მობილიზაციას აცხადებენ. პარლამენტის შენობასა და ეზოში გამკაცრებულია კონტროლი. აქ შეინიშნება სპეცდანიშნულების ...