Home » კულტურა » ოპერასთან პატრული რჩება, სასწრაფო დახმარების ბრიგადები წავიდნენ

ოპერასთან პატრული რჩება, სასწრაფო დახმარების ბრიგადები წავიდნენ

ოპერის თეატრის დირექტორმა თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა. როგორც გუნდის წევრები ამბობენ, სამსახურიდან გაშვების ბრძანებით აღშფოთებულნი არიან. რამდენიმე მსახიობის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპოდენტი, რომელსაც თეატრის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ამ აჟიოტაჟის დროს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი თეატრში არ გამოჩენილა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ გუნდის მომღერლები, სოლისტების დიდი უმრავლესობა, ორკესტრის მუსიკოსები პროტესტის ნიშნად სეზონის დახურვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

როგორც ჩვენი კორესპოდენტი გვატყობინებს, სასწრაფო დახმარების მანქანებმა დატოვეს ტერიტორია, ადგილზე რჩებიან თეატრის თანამშრომლები და პატრული.

1468667317759280Снимок

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატოსთან თავსებადები ვართ“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია – ამის შესახებ ...