Home » ბლოგი » ოპერაცია ფაროსანა ანუ ჰიბრიდული ომი და საქართველო – გასაიდუმლოებული მუშაობა

ოპერაცია ფაროსანა ანუ ჰიბრიდული ომი და საქართველო – გასაიდუმლოებული მუშაობა

ბლოგი

ერმილე ნემსაძე

რა ხდება? კოკა ყანდიაშვილის გადაცემა ალბათ ყველას გვახსოვს.
“ოთხმა კაცმა შეჭამა საქართველო და მე მეკითხები შე მამაცხონებულო რა ხდება? “.
იუმორისტი გიზო კაკაურიძე, ოტია იოსელიანის პაროდიით ასე პასუხობდა ცნობილი ჟურნალისტის საავტორო გადაცემას.

ხუმრობა იქეთ იყოს და საქმეზე ვისაუბროთ რა ხდება ხალხო? არჩევნების პროპაგანდამ ასე როგორ დაუბნელა თვალები მასას.

ფაროსანა რომელიც ნაბიჯ- ნაბიჯ მოედო საქართველოს და მის შეჩერებაზე არავინ საუბრობდა აქამდე ახლა გააქტიურდა? სანამ ვაკის პარკში არ ამოტასავდა და დედაქალაქის ელიტარულ უბანს არ შეუტია ზომების მიღებაზე არავინ ფიქრობს?

რეალობაში კი რა ხდება? ფაროსანამ გაანადგურა დასავლეთ საქართველოს რეგიონები გადმოწვდა ადმოსავლეთს და დედაქალაქში მიუკაკუნა!

მოკლედ აღარ ვწერ ბევრ რამეს , მაინც აზრი არა აქვს, არავის ესმის, მაგრამ ამ დოყლაპიებს ასეთ დროს სალაპარაკო უნდა ამოუკეტო.

ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ იარაღით ტერიტორის, აკვატორიის, საჰაერო სივრცის და შელფის დაცვა. ქვეყნის უსაფრთხოებაში შედის ენერგო, სატრანსპორტო, სასურსათო, ეკონომიკური, ეკოლოგიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება. ჰიბრიდული ომის წარმოება ეკონომიკურ და ენერგო დივერსიებზე აქცენტირებას ნიშნავს რომლის განშტოებაც ბიოლოგიური და ეკოლოგიური ტერორიზმია. ქართული სპეც სამსახურები ამ მიმართულებით ან არ მუშაობენ ან უბრალოდ შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ რადგან კადრების უდიდესი დეფიციტია ამ მხრივ ხოლო დამსახურებულ კადრს ბატონ ელგუჯა ურუშაძეს უსაფრთხოების სამსახურიდან სტომატოლოგი, რომ გაანთავისუფლებს იქ არის დაღუპული ქვეყნის საქმე.

საქართველოს მიმართებაში მიმდინარეობს ყველა სახის ბრძოლა და ვინც ამ სფეროში მხოლოდ ჩრდილოეთით იყურება ან რეგვენია ანდა უბრალოდ არ ესმის არაფერი. თურქულ საწამლავ პროდუქციაზე რომელიც არ გადის შესაბამის ხარისხის კონტროლს 90 იანი წლებიდან საუბრობს ერი. ცნობისთვის თხილის მსოფლიო ბაზარი 3 ქვეყანას უჭირავს- თურქეთს, იტალიას და საქართველოს. გასაკვირი არაა, რომ კონკურენტების მოცილების ასეთი მეთოდი ძალიანაც აწყობს სხვა ქვეყნებს მით უფრო როდესაც მეზობელ თურქეთში ფაროსანა ლიკვიდირებულია კარგა ხანია საქართველში კი ყვავის.

ფაროსანა ანადგურებს მოსავალს და პრაქტიკულად მშიერს ტოვებს ქვეყანას. სამაგიეროდ იმპორტის ბაზრებს ხსნის და ა.შ. ღორის გრიპის ვირუსი რომელის წყალობითაც ამოწყდა საქართველში საღორე მეურნეობა ხორცის იმპიორტიორებს გარანტიას აძლევს კარგა ხანს ინედიანად ქონდეთ ბიზნესი. რუსებმა საქართველო ღორის ჭირის გავრცელებაში პირდაპირ დაადანაშაულა მას შემდეგ რაც კატასტროფული ზარალი ნახა სტავროპოლის და როსტოვის ოლქში. ონიშენკოს უწყებამ პირდაპირ დაადო თითი თბილისში არსებულ “ლუგარის” ლაბორატორიას რომელიც ვირუსებს ქმნის საიმისოდ რომ ბიოლოგიური ომი რუსეთან ახლოდან აწარმოოსო. ფაქტი ერთია ამერიკელებმა რაც ლაბორატორია შექმნეს რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ. არ ემსახურება ვირუსებთან ბრძოლას საქართველოს პრობლემების მოგვარებაში ამ ლაბორატორიას არ შეუტანია არანაირი წვლილი. ხოლო ლაბორტორიის შიგნით მუშაობა გასაიდუმლოებულია.

ახლა რა ვქნათ ხომ არ იცით? ქართულ მარშს ხომ არ დავაბრალოთ ეს ეკო ტერორიზმი? აზიელი მიგრანტების გამო ხომ არ იძიეს შური კამბოჯის სპეცსამსახურებმა? მოკლედ ფაქტი ჯიუტია, ეს არის დანაშაული, რომელიც ძნელად გამოსაძიებელია ხანძრების არ იყოს და რომელიც სახელმწოფოებრივ წარმონაქმნს, კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რატომ არის საჭირო საკუთარი საზღვრების მკაცრად დაცვა და კონტროლი.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვა დაფინანსდება

კორონავირუსთან  ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ...