Home » მთავარი » ოპოზიცია თალაკვაძეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს

ოპოზიცია თალაკვაძეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს

გურიის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, “ქართული ოცნებიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შსს მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს,  საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს.

ნინო ბურჯანაძის პარტიაში მიიჩნევენ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრებით მოწყობილ ღონისძიებაზე, არჩილ თალაკვაძის წარდგენით დაირღვა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 ნაწილი, ასევე ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი.

ამასთან დაკავშირებით პარტიამ განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრებით მოწყობილ ღონისძიებაზე – გომისმთობაზე, ოზურგეთის გამგებელმა და გურიის მხარის გუბერნატორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ქართული ოცნების ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელმაც ამავე ღონისძიებაზე ისაუბრა ქართული ოცნებისა და მის სამომავლო გეგმებზე.

მედიის საშუალებით გავრცელდა შეხვედრასთან დაკავშირებული ფოტო, ვიდეო და ბეჭდური მასალა, საიდანაც აშკარად იკვეთება საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნო აგიტაციისა და ამ მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები. კერძოდ მოცემულ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 ნაწილი, ასევე ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა საჭიროებს სპეციალური კომპეტენციის მქონე ორგანოს მხრიდან დეტალურ შესწავლას, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კი ასევე აუცილებლად მიგვაჩნია შესაბამისი სანქციების დაკისრება დამრღვევ პირებზე. ხსენებულიდან გამომდინარე მივმართვთ უწყებათაშორის კომისიას ხსენებული ფაქტის შესწავლისა და მასზე შედგომი რეაგირების მოთხოვნით.

რომელიმე სუბიექტის მხრიდან ხალხის ფულით დაფინანსებული კულტურული ღონისძიებების გამოყენება წინასაარჩვენო კამპანიის ფარგლებში დაუშვებლად მიგვაჩნია. აქვე მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას და ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავოს საარჩევნო სუბიექტებს შორის არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოს შექმნისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისაგან”-ნათქვამია გურიის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობ-ის განცხადებაში.

წყარო: გურიის მოამბე

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...