Home » მთავარი » “ოპოზიცია თუ არ დაუბრუნდა დიალოგის რეჟიმს, ე.ი. მათ აწყობთ დესტაბილიზაცია”

“ოპოზიცია თუ არ დაუბრუნდა დიალოგის რეჟიმს, ე.ი. მათ აწყობთ დესტაბილიზაცია”

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ისევ დიალოგისკენ მოუწოდებს. “ჩვენ,  მმართველი პოლიტიკური ძალა, ასევე ჩვენი პარტნიორები, აშშ, ევროპის საბჭო, ევროკავშირი ვეთანხმებით და მხარს ვუჭერთ პოლიტიკურ დიალოგს”- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია არ მიიღებს მმართველი გუნდის შეთავაზებას და არ დაუბრუნდება დიალოგის რეჟიმს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ისინი ცდილობენ ქვეყანაში მუდმივად დესტაბილიზაცია  იყოს.

„იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ძალები დიალოგს დაუბრუნდებიან  და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე შევძლებთ  გარკვეულ საკითხებზე  შეთანხმებას”– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...