Home » მთავარი » ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე, საპენსიო სააგენტოზე საუბრობს.

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე, საპენსიო სააგენტოზე საუბრობს.

მარიამ ახალკაცი

რომან გოცირიძე საპენსიო სააგენტოზე საუბრობს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე, ლევან სურგულაძის მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტის დატოვებას, სავარაუდო ზეწოლას უკავშირებს. ოპოზიცია ამ ცვლილებასაც “ქართული ოცნების” მთავრობის პოლიტიკას უკავშირებს.

“არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი ნებით წავიდა, ვინაიდან არ ეთანხმებოდა სავარაუდო ზეწოლას” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი გახარია სხვადასხვა თანამდებობებზე ხელმძღვანელი პირების საკუთარი კადრებით ჩანაცვლებას აგრძლებს.

“საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი არ იყო გახარიას კადრი, ის დანიშნული იყო ბახტაძის მიერ. ის ტოვებდა წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას და არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი ნებით წავიდა, ვინაიდან არ ეთანხმებოდა იმ სავარაუდო ზეწოლას, რაც ხდებოდა, თუნდაც იგივე თანხის განთავსების სახით, ვინაიდან საპენსიო ფონდის მთელი რესურსები განთავსებულია კომერციულ ბანკებში და არც ვიცით, რომელ კომერციულ ბანკში რა რაოდენობითაა და რა პროცენტით, საიდუმლოებებით არის ეს მოცული.

არ არის გამორიცხული, რომ გახარია აგრძელებს თავის პოლიტიკას და ყველგან უნდა საკუთარი კადრების დანერგვა, რასაც უკვე ვხედავთ ასევე სხვა სფეროში,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის ...