Home » მთავარი » ოპოზიციური პარტიების „ლიდერთა საბჭო“ არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს

ოპოზიციური პარტიების „ლიდერთა საბჭო“ არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს

ოპოზიციური პარტიების „ლიდერთა საბჭო“ არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს. მათი განცხადებით, პროცესები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, ადგილი ჰქონდა სახელისუფლებო პარტიის აქტივისტების მხრიდან ზეწოლას ამომრჩევლის და საუბნო კომისიის წევრების მიმართ. მათივე განმარტებით, იყო მოსყიდვის ფაქტებიც.

„გავასაჩივრებთ იმ ოქმებს, სადაც ხმებია დაკლებული პირდაპირ ჩვენზე. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსური რესურსი, პირდაპირი ზეწოლა ადამიანებზე, შემდეგ უკვე მედიაგარემო, ეგზიტპოლებით მანიპულაცია, ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც ფაქტობრივად ერთიან დიდ ფორმულად იქცა არჩევნების გაყალბების მექანიზად, ამას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ ერთიანი ძალები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლიდერთა საბჭო დარღვევის ფაქტების შესახებ ოფიციალური დასკვნის შემუშავებას აპირებს, რომელსაც შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნიან.

 

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...