Home » არჩევნები » ოპოზიციურმა ჯგუფმა “ძალა ერთობაშია”-მ საარჩევნო დარღვევებისთივს ვებ-გვერდი შექმნა

ოპოზიციურმა ჯგუფმა “ძალა ერთობაშია”-მ საარჩევნო დარღვევებისთივს ვებ-გვერდი შექმნა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციურმა ჯგუფმა “ძალა ერთობაშია”-მ საპრეზიდენტო არჩევენების დარღვევების აღრიცხვის სპეციალური ვებგვერედი ERTOBA2018.GE შექმნა.

ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს და გააგზავნოს საარჩევნო უბანზე აღმოჩენილი დარღვევები, დაურთოს შესაბამისი ფოტო, აუდიო, ვიდეოფაილი, ვებგვერდი ამ მონაცემებს 24-საათიან რეჟიმში მიიღებს. მიღებულ მასალებს კი სპეციალისტების ჯგუფი შეისწავლის.

ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში დარღვევა რუკაზე გამოჩნდება, რომლის ნახვაც ამავე ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ალგორითმის მეშვეობით, პარალელურად გამოითვლება ის უბნები, რომლებშიც დარღვევების რაოდენობის მიხედვით, გაყალბების ალბათობა დადგინდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

Facebook Comments
x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...