Home » მთავარი » ორი პატიმარი ბადრაგს ალკოჰოლზე გაეგზავნა და გაიქცა

ორი პატიმარი ბადრაგს ალკოჰოლზე გაეგზავნა და გაიქცა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში La Picota-ს ციხიდან ორი პატიმარი გაიქცა. არსებობს ეჭვი, რომ გაქცევამდე ისინი მცველთან ერთად სვამდნენ და სწორედ მან გააგზავნა პატიმრები ლუდის მოსატანად. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა W Radio იუწყება

პატიმრები 31 მარტს გაიქცნენ. მას შემდეგ კვალისთვის ჯერაც ვერ მიუგნიათ, – წერს BBC. მცველმა, გილბერტო ბარგას მანრიკემ, რომელსაც პატიმრებისთვის თვალყური უნდა ედევნებინა, მათი გაუჩინარების შესახებ ადმინისტრაციას არც კი მოახსენა. სხვა მცველებმა კი თქვე, რომ ის პატიმრებთან ერთად სვამდა. შემთხვევის შემდეგ მანრიკეს ალკოჰოლზე შემოწმება მოსთხოვეს, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა.
W Radio-ს ცნობით, La Picota-ს ციხეში კორუფციაა. იქ სოლიდური თანხის გადახდის შემთხვევაში, მცველები პატიმრებს უშვებენ კიდეც.
გაქცეული პატიმრები კოლუმბიის რევოლუციური არმიის წევრები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი, ოლმედო ვარგას პადილია 2017 წლის ნოემბერში დაიჭირეს და ის სასამართლოს ელოდებოდა, მეორე კი – ჯონ გუტიერეს რინკონი, 40-წლიან სასჯელს გატაცების გამო 2003 წლიდან იხდიდა.

Colombia Reports-ის ცნობით, გაუგებარია, რატომ რჩებოდნენ ისინი ამ დრომდე ციხეში, რადგან დაახლოებით ერთი წლის წინ კოლუმბიის რევოლუციის არმიასთან შეთანხმებით ამნისტიის ფარგლებში უნდა გათავისუფლებულიყვნენ.
მათი გაქცევის შემდეგ, პოლიციამ ბოგოტაში რკინიგზის სადგურები და აეროპორტები გადაკეტა.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...