Home » ინტერვიუ » „ორი საწყაულიდან დაიწყო ერთმა გადმოღვრა…იმედია იგივე შეცდომებს არ გავიმეორებთ…“

„ორი საწყაულიდან დაიწყო ერთმა გადმოღვრა…იმედია იგივე შეცდომებს არ გავიმეორებთ…“

საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

-„გემახსოვრებათ 60-მა წუთმა გადაცემა რომ გააკეთა ვალერი ასათიანზე,თითქოს მან რიტუალური მიზნებით ორი ადამიანი მოაკვლევინა.
გადაცემა შეკვეთილი იყო სააკაშვილი მიერ,რათა შევარდნაძის ხელისუფლების საბოლოო დისკრედიტაცია მომხდარიყო.
ასოციაციურმა რიგმა- ბოროტი მთავრობა,კულტურის მინისტრი -რიტუალური მკვლელი,სისხლი,დანაწევრებული გვამები, ადამიანებში საშინელი აგრესია და გაოგნება გამოიწვია.
ამ გადაცემამ მოწამლა სულიერი ატმოსფერო ქვეყანაში და დაძაბულობა ახალ საფეხურზე აიყვანა.
სხვათა შორის, ამ უბინძურესი გადაცემის შემკვეთები და შემსრულებლები ახლაც ბედნიერად “მოღვაწეობენ” ქართულ პოლიტიკურ და მედია სივრცეში.
იგივე სიტუაციაა ამ აბსოლუტურად გაუგონარ ისტორიასთან დაკავშირებით.
შხამი,შეთქმულება პატრიარქის მოწამლვის მიზნით,შუასაუკუნეობრივი ინტრიგები საპატრიარქოში ზუსტად იგივე ეფექტს ახდენს მოსახლეობაზე.
ცხადია,როგორც მაშინ,ეს არაა იზოლირებული მოვლენა.
იმედია იგივე შეცდომებს არ გავიმეორებთ“.

სტატუსის ნახვის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით.

-ფიქრობთ, რომ მოწამვლის დაანონსება, დეკანოზის დაკავება შეკვეთილია გარკვეული ძალების მიერ? ვის წინააღმდეგ? ლოგიკურად რამდენად გამართლებულია, ადამიანმა მკვლელობის ჩადენა გადაწყვიტოს და გეგმა საფუძვლიანად მოუყვეს სხვა პიროვნებას, მითუმეტეს როცა საქმე პატრიარქს ეხება?

-დავუშვათ,ეს ყველაფერი რეალურად ხდება და პატრიარქთან დაახლოებული პირი მის მოწამლვას აპირებდა ციანიდით! ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ატმოსფეროში შეიძლება ასეთი რამ. უნებურად კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ოდიოზური მომენტები ახსენდება ადამიანს…

ავიღოთ მეორე ვარიანტი.

ეს ყველაფერი დადგმულია პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების გამო. აქ კიდევ უფრო უარეს სიტუაციასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან თუ ეს ასეა, ეს ჯგუფები თავისი მიზნის მისაღწევად არად დაგიდევენ არაფერს, არც ქვეყნის იმიჯს, არც ხალხის განწყობილებას და სრულად იყენებენ საკუთარი ბნელი ინტერესების განსახორციელებლად სახელმწიფო რესურსებს.

ჩემთვის ორივე ვარიანტი თანაბრად მიუღებელია და შეურაცხმყოფელი.

-რამდენად დადებს პროკურატურა საბოლოო პასუხს? თუ ესეც მორიგი პასუხგაუცემელი საქმე იქნება?

-პროკურატურა დიდი ხანია გადაიქცა პოლიტიკური შოუების შემადგენელ ნაწილად.

არ ჩამოვყვები გახმაურებულ და მიფუჩეჩებულ საქმეებს,მათ შესახებ ყველამ იცის.

-ე.ი. არ გაქვთ იმედი?

-სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობს.

ჩვენ ვართ ქვეყანა,სადაც ხალხი არ ენდობა საკუთარ სახელმწიფო ორგანოებს.

-და მაინც, ვის წისქვილზე ასხამს წყალს შექმნილი მდგომარეობა?

-სინამდვილეში არავის ინტერესებში არ უნდა შდიოდეს რაც აქ ხდება,მაგრამ რას იზამ, იმ მორიელის არ იყოს,კუს რომ კბენდა-ზნე აქვთ ასეთი.

ჯერ კიდევ 10 თებერვალს თქვენ დაწერეთ სტატუსი-მხოლოდ ძალიან გლუვი და ზედაპირული აზროვნების ადამიანებს ჰგონიათ,რომ მათ მოქმედებას პასუხი არ გაეცემა.

როცა ცალკეული ადამიანები ვერ აცნობიერებენ ამას,,ეს პრობლემაა,მაგრამ როცა ეს არ ესმით ქვეყნის მმართველებს,-კატასტროფა.
ყველა პასუხგაუცემელი კითხვა,ყველა დადგმა ხალხის მოსატყუებლად,ყველა ტყუილი აგროვებს ფეთქებასაშიშ სულიერ მატერიას,,რომლის აფეთქებაც ცეცხლით წვავს იმას,რაც სულიერ კანონებს არღვევს.
და აქ ადამიანის გონება და კეთილი სურვილები არაფერს ნიშნავს-ეს სხვა,უფრო მაღალი იერარქიის კანონებია.
ორი დიდი,საწყაული აივსო ცოდვებით საქართველოს თავზე-რელიგიური და პოლიტიკური.
ორივე მალე გადმოიღვრება.
ძალიან მეეჭვება,რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების თუნდაც მცირე ნაწილი გაცნობიერდება“გავიდა სამი დღე თითქოს იწინასწარმეტყველეთ ყველაფერი. ადრეც არაერთხელ გამართლებულა თქვენი პროგნოზი, ახლა თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკვე აქტიურად წერენ სოციალურ ქსელში, რომ გვარამიას დაკითხვის შემდეგ დააკავებენ, ხომ არ გამოიწვევს ეს ყველაფერი ერთად დიდი არეულობას?

-დიახ, ალბათ ხედავთ, რომ იმ პოსტის მერე ორი საწყაულიდან დაიწყო ერთმა გადმოღვრა. რაც შეეხება პროგნოზს, კრიზისი გაამწვავდება მანამ,სანამ ადამიანები არ დაფიქრდებიან მის მიზეზებზე, თუ ეს ასე არ მოხდა და მცირე ჯგუფი მაინც ვერ ჩამოყალიბდა,რომელიც თავისუფალი იქნება მიკერძოებისა და აგრესიისაგან, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.

გვარამიას დაკავება არეულობას არ გამოიწვევს,თუ სათანადო ორგანოები თავიანთ მოვალეობას შეასრულებენ, ხოლო ხელისუფლება არ შეშინდება. არეულობა კი ნამდვილად კატასტროფაა.

 

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...