Home » მთავარი » ორი წლის წინ მომხდარი ცემის ფაქტი ქუთაისში და დაგვიანებული ბრალის წარდგენა

ორი წლის წინ მომხდარი ცემის ფაქტი ქუთაისში და დაგვიანებული ბრალის წარდგენა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს, მის მოადგილეს ბექა ყანჩელს და დვალის მძღოლს რევაზ კუტალაძეს ბრალი წარუდგინეს.

საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგდოებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, რაც დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა.

სულხან ქობულაძე ამბობს, რომ ფაქტის შესახებ მისი ადვოკატისგან შეიტყო. ქობულაძე განმარტავს, დავით დვალს, ბექა ყანჩაველს და რევაზ კუტალაძეს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა 2000 ლარიან გირაოს ითხოვდა, სასამართლომ კი თითოეულს 1000 ლარი დააკისრა.

შეგახსენებთ: 2015 წელს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა  სიცრუე უწოდა მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყველა ბრალდებას და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე მას არ უცემია. მაშინ დვალმა უფლებამოსილებაც კი შეიჩერა.

აი, რას ამბობდა მაშინ თავად სულხან ქობულაძე:

„1 ოქტომბერს დილის 11 საათზე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პოლიტიკური მოღვაწობის შესახებ  სტატუსი; რომ ის ადრე იყო ქრისტიან– დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე, რომელიც ნაციონალური მოძრობის მიერ იყო ჩანერგილი  და მე მას ვუწოდე ,,ყვარყვარე” .

ჩემს ტელეფონზე დამირეკა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა და მასთან მისვლა მთხოვა. მე მათ არ ვეახლე, შემდეგ მომაკითხეს, მე ტელეკომპანია ,,რიონთან” დავუნიშნე შეხვედრა, მითხრა, რომ მარტო იქნებოდა და პირისპირ სურდა საუბარი. მანქანაში როგორც კი ჩავჯექი, ჩემს გვერდით დამხვდა საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი. მან მკითხა, თუ რატომ ვუწოდე მას ,,ყვარყვარე”, ხელი მომიშვირა, მაგინებდა დედას. დვალმა დამიწყო ცემა თავის არეში. ყანჩელიც აჰყვა. მათი მძღოლი გადმოხტა მანქანიდან, წიხლები მირტყა მუცლის არეში. არ მახსოვს შემდეგ რა მოხდა, ალბათ გავითიშე, არ მახსოვს რამდენ ხანს მირტყამდნენ. ჩამომაგდეს ნინოშვილის ბაზართან. იქვე მდგომმა ტაქსის მძღოლმა გასისხლიანებული ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა სახლში, ამის შემდეგ დავურეკე ჩემს ახლობელს ,წავედი სამხარეო სამმართველოს უფროსთან და მასთან მოვითხოვე შეხვედრა, იმ წუთშივე მიმიღო და დამაწერინა ჩვენება.

ის, რაც 1 ოქტომბერს მოიმოქმედა საკრებულოს თავჯდომარემ და მისმა”ამფსონებმა” დარწმუნებული ვარ დაუსჯელი არ დარჩება,გამოძიება მიმდინარეობს და მას ყველა საკმარისი მასალა აქვს ამის დასადასტურებლად, დავით დვალმა აჩვენა თავისი სახე. მისი დღევანდელი განცხადება დასწრებაა იმ მოვლენებზე ,საპროტესტო მოთხოვნებზე რაც უკვე ხმამაღლა გაისმის, რომ გადადგეს თანამდებობიდან. ის ელოდება ზემდგომიდან გადაწყვეტილებას,იქნებ გამოძვრეს და ხელი დააფარონ…

ქობულაძეს იმედი ჰქონდა სამართალის დადგენის და დღეს დვალს, მის მოადგილეს ბექა ყანჩელს და დვალის მძღოლს რევაზ კუტალაძეს ბრალი წარუდგინეს.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...