Home » F-vews » „ორსულ ცოლს მანქანა გაიტანსო, ხო?“-ლატარია პარლამენტარ ლომიას წინააღმდეგ და მიმართვა ინაშვილს

„ორსულ ცოლს მანქანა გაიტანსო, ხო?“-ლატარია პარლამენტარ ლომიას წინააღმდეგ და მიმართვა ინაშვილს

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის  მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი ლატარია საკუთარი გატაცების, წამების ,გაუპატიურების მუქარის შესახებ  განცხადებას და მიმართვას ავრცელებს და ბრალს ყველაფერ ამის ორგანიზატორობაში საქართველოს პარლამენტის წევრს “პატრიოტთა ალინსიდან” გიორგი ლომიას დებს.

ლატარია აცხდებს რომ,ლომია მას შვილის მოკვლითაც დაემუქრა. 

მე თუ რამე დამემართა, არადა შესაძლებელია დამემართოს და მომკლან, ახლავე ვაცხადებ საჯაროდ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიას მიაკითხეთ,-წერს ლატარია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

– ” მე, მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, ასევე შსს-ს (ასე გამეცნო) თანამშრომელმა ჩემმა უბნელმა კენკებაშვილმა და კიდევ ორმა უცხო ადამიანმა (მე შემიძლია ორივე ამოვიცნო).

ჩემი წამება, გადატეცა გადაიღეს კამერით, ზუსტად ისე, როგორც აკეთებდა მეგიზ ქარდავა და ნაციონალური მოძრაობა.

მე, მქონდა ტვინის შერყევა, მე არავის ეგონა რომ გადავრჩებოდი, მე ვიყავი მათი ხელიდან მკვდარი!!!

(გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს, როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტახანი შემეშვნენ …… )

ეს მოკლედ, რაც მოდა 🙁

ზუსტად ვიცი, ახლა დაიწყებს ლომია და მისი ,,სასტავი” ჩემს წინააღმდეგ კამპანიების წამოწევას.

არ გამოვრიცხავ დაიწყონ შანტაჟი, როგორც ადრე იყო, (დააყენე თორემ შენს სექს ვიდეობეს ავტვირთავთო, რაზეც მე ვიცინე და მიდით ატვირთეთთქო და იმის მერე გაჩუმდნენ).

ეგ ის ლომიაა, რომელმაც 2006 წელში, როდესაც მე ვმუშაობდი მერიაში, კამერები დამიყენა, იყო ჭიაბერაშვილის კადრი, მანამდე კი – მერაბიშვილის ზონდერი.

მე არ მაინტერესებს ალიანსის ლომია ვინ იყო, მაგრამ ეგ ის ლომიაა, რომელმაც შვილის მოკვლით დამემუქრა.

მე მყავს 1 დღის ელენე და იმის თავს გეფიცებით, თუ რაიმეს ვამატებდე, რამდენი რამე კიდევ არ მითქვამს, რომელსაც ვეტყვი მხოლოდ პროკურატურას!!!
ამ ყველაფერს მე ვაკეთებ თქვენი შვილების გამო, თორემ ჩემს შვილებს არ ვიცი მაგათგან რა ემუქრება 🙁

მივმართავ გომელაურს, დამკითხოს და ჩემი გატაცების, არაადამიანური მოპყრობის, რამდენიმე საათით დაკავებისა და სიკვდილის პირამდე მიყვანის პაქტზე აღძრას საქმე!!!

მზად ვარ, მივაწოდო ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩემს ხელთ არის, ასევე მივმართავ ბიძინა ივინიშვილს, იქნებ შემხვდეს და ადამიანურად მომისმინოს.

არ უნდა იჯდნენ პარლამენტში ის ხალხი, ვინც იყვნენ მერაბიშვილის ზონდერები და ახლაც კი იგივეს აგრძელებენ და მე ვარ მაგალითი ამ ყველაფრისა.

მყავს მოწმეები და არა მხოლლოდ მოწმეები, უბრალოდ ჩემი შვილის დაბადებას ველოდებოდი, ახლა კი გპირდებით ყველას – ამოგიღებთ მიწიდან და არავის შეგარჩენთ ჩემს მიმართ ასეთ საქციელს!!!

ჩემს ადვოკატთან ერთად გავივლი ყველა დეტალს, შევიტანთ საჩივარს სავარაუდოდ პროკურატურაში (ეს უფრო ადვოკატმა იცის), ასევე, მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ზოგადად ყველას, მთლიანად მთავრობას, ძალოვანებს, გადადეთ გვერდით ყველანაირი პოლიტიკური მიდგომები და დამეხმარეთ იმ ადამიანის კანონის სრული სიმკაცრით დასჯაში, რომელსაც ჩემი ქვეყნის პარლამენტის წევრი ჰქვია.

დარწმუნებული ვარ ჩემისთანა მსხვერპლი, არაერთი დაიწყებს საუბარს ღიად.

მე, უკან დასახევი გზა არ დავიტოვე, ჩემს ოჯახს მამაჩემი მიხედავს, მე კიდევ სრულიად მარტო სიკვდილის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ და თქვენ მაინც აღმოგაჩენთ საპატიმროებში!!!

პს: ჟურნალისტებს ინტერვიუებს მხოლოდ ადვოკატთან კონსულტაციების შემდგომ მოგცემთ.
ყველას მადლობა გვერდში დგომისათვის.” -წერს ლატარია.

ცნობისათვის,პარლამენტის წევრი გიორგი ლომია წარსულში  ნასამართლევია თაღლითობისათის, საქ. სსკ. 180 მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მისჯილი ქონდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 

ლომია, “პატრიოთა ალინსის”  თავმჯდომარის დავით თარხან მოურავის სიძეა.

P.S. ირაკლი ლატარია ირმა ინაშვილსაც მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს:

-“ირმა, ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ და როგორ მტკივა ახლა ეს ყველაფერი, გთხოვ, როგორც ჩემი ელენიკოს მომავალ ნათლიას, სიმართლის მხარეს დადექი, ამას გთხოვ გულით!..”

Facebook Comments
x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...