You are here
ოქრიაშვილი პროპორციულ სისტემას მხარს არ დაუჭერს-ადრე რომ გიკვირდათ „მგელი და ცხვარი ერთად ძოვს…“-ო… მთავარი პოლიტიკა 

ოქრიაშვილი პროპორციულ სისტემას მხარს არ დაუჭერს-ადრე რომ გიკვირდათ „მგელი და ცხვარი ერთად ძოვს…“-ო…

დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, “ქართული ოცნების” წევრი კახა ოქრიაშვილი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ დეპუტატმა “იმედს” განუცხადა.

“ჩვენ მაჟორიტარებმა ჩვენი გზა კომპრომისებით გავიარეთ კონსესუსისთვის და ანგარიში გავუწიეთ იმ ჩვენს კოლეგებს, ვინც მხარს უჭერდა პროპორციულ სისტემას. როგორც ვატყობ ოპოზიციურ პარტიებს ჰგონიათ, კომპრომისი იმაში მდგომარეობას, რომ “ქართულმა ოცნება” დაიხუროს ქუდი და წავიდეს ხელისუფლებიდან და მათ დაუთმოს. ასჯერ მაქვს ნათქვამი, ყველასთვის რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო ლიგიტიმურია ვიდრე პროპორციული. პირადად მე ამ საკითხის განხილვას არ დავუბრუნდები და მეტიც, ვიტყვი 2020 წლის შემდეგ ვიქნები იმ ხალხის ავანგარდში, ვინც მაჟორიტარული სისტემის აღდგენისკენ მოუწოდებს ხალხს”, – აცხადებს ოქრიაშვილი

სხვათაშორის, ეს ის პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარია, ქართული ოცნების მხრიდან მისი  წალკადმანისის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელების შემდეგ ადგილობრივების უკმაყოფილება რომ არ წყდებოდა.

საარჩევნო პლაკატების გამოჩენის მერე ადგილობრივები ამბობენ, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილით, „ოცნებაში“ ცხვარი და მგელი ერთად ძოვსო.

http://www.geomediatv.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1/

მაშინდელი ტერმინი „პორტირებული ნაცი“ და წალკა-დმანისი…

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa/

დღეს უკვე აქტუალურად აღარ ჟღერს და უკვე ყველა შეეჩვია, რომ „მგელი და ხვარი ერთად ძოვს…“

 

Comments

comments

Related posts