Home » მთავარი » “ოცნებამ” ქართველ ახალგაზრდებში პესიმიზმი და უიმედობა დანერგა!

“ოცნებამ” ქართველ ახალგაზრდებში პესიმიზმი და უიმედობა დანერგა!

„ქართული ოცნების“ განახლებული გუნდის წარდგენას ა/ო „გაერთიანებული საზოგადოება“ ეხმიანება და ახალგაზრდული თვალით დანახულ დღევანდელ რეალობას უზიარებს საზოგადოებას:

-„პრემიერ-მინისტრის მიერ საზღვარგარეთ მიღებული განათლების პრიორიტეტად დასახელება, იმ ფონზე, როდესაც არაფერი ახალი და ეფექტური არ კეთდება ეროვნული საუნივერსიტეტო განათლების გაუმჯობესებისა და წახალისებისათვის, ჩვენთვის, ქართულ უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი პესიმიზმისა და უიმედობის მაპროვოცირებელია, როგორც მომავალი სტუდენტებისთვის, ასევე საქართველოში განათლებამიღბული პროფესიონალი დიპლომირებული ახალგაზრდებისთვის.

ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფალი მიჩვეულია „სხვის დაკრულზე ცეკვას“ – ცეკვავს ყველას დაკრულზე გარდა ქართველი ხალხისა ! ანუ ჩვენ ვერ ვიარსებებთ?! და არ გვექნება საქართველოში კარგი განათლება?! თუ არ მაქვს უცხოური დიპლომი ვერ ვიქნები კარგი საჯარო მოხელე?! მერამდენედ შეიძლება სულში ჩააფურთხონ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით მომავალ თაობას, რომელსაც არამც თუ უცხოეთში არამედ საქართველოში სწავლის თანხის გადახდის საშუალება არ აქვს და ვერ რეალიზდება საკუთარ სამშობლოში გამძაფრებული ნეპოტიზმის გამო. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იდეაა. იდეა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებას გაუერთიანა. სისტემის დანგრევის სურვილი და სხვა საქართველოს აშენება, რომლის მოლოდინიც ძალიან დიდი იყო.

2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ“ ეს მიზანი განუსაზღვრელი ვადით თაროზე შემოდო! ოცნებამ დამნაშავე რეჟიმი არ გაასამართლა ! ახლა კი ახალ სახეებათ „ქართული ოცნების“ სიაში გვევლინება ისეთი ადამიანები, რომელთა უმეტესობას მნიშნელოვანი არაფერი გაუკეთებია საკუთარი სამშობლოსათვის. მეტსაც გეტყვით, მათ საერთო პოლიტიკური იდენტობა, საერთო პოლიტიკური მსოფლმხედველობაც კი არ აქვთ. მაოცებს ქალბატონი ჩუგოშვილის წარდგენა. ეს ის ადამიანია, რომელიც სისხლიანი 26 მაისის ასე ვთქვათ „გამპრავებელი“ და ნაციონალური მოძრაობის „რუპორი“ გახლდათ. ამომრჩეველი არჩევანს, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებების საშუალებით და პროგრამული დებულებების მიხედვით უნდა აკეთებდეს, რომელიც 2016 წელს უკვე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მივიღეთ უარესი შეკვეთილი კვლევები, რომლებიც სხვა რეიტინგულ პარტიებსა და მის ამომრჩევლებს უგულებელყოფს და აკარგვინებს მას არჩევანის უფლებას, უკარგავს ბოლო იმედს.

პოლიტიკური პარტიები არასამართლიან გარემოში იბრძვიან არჩევნების მოსაგებად და ამას ყველაფერს მოსახლეობა ცხადად ვხედავთ. რას ვიფიქრებდით 2012 წელს ნაბრძოლი ახალგაზრდები თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს ნაწამებ და ნაბრძოლს დაივიწყებდა და მშვიდად დაიწყებდა ნაციონალებისათვის ხელისუფლების გადაბარებას!“-აცხადებს მოძრაობის სახლით ანი დარსალია.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე ქალს ჟანგბადის აპარატი დასჭირდა

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი ქალბატონი გახდა ცუდად, მას ჟანგბადის აპარატი დასჭირდა! -ეს უკვე ...