Home » მთავარი » “ოცნება განაგრძობს ფასადურ ცვლილებებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პოლიტიკას“

“ოცნება განაგრძობს ფასადურ ცვლილებებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პოლიტიკას“

   “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ახალი გუნდის წარდგენას ეხმიანება და წერს:

“ოცნება განაგრძობს ფასადურ ცვლილებებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პოლიტიკას. დღეს საარჩევნო სიის ნაწილის წარდგენა, მაისში პარტიულ ყრილობაზე გაცხადებული მოჩვენებითი განახლების უღიმღამო რეტროსპექტივაა! რაც უნდა სახასიათო სახეები გვიჩვენოს ახლა ქართულმა ოცნებამ, ფაქტია რომ გადაწყვეტილების მიმღებნი ახლებს არაფრის ფასად არ დაუთმობენ მართვის სადავეებს. ეს არც დგას დღის წესრიგში, რადგან ახალ სახეებს, უმთავრესად, ლოიალობის ნიშნით შეარჩევდნენ. პრემიერ-მინისტრი ამ ყალბი ცვლილებებით ადასტურებს, რომ არც ძალა შესწევს რეალური გარდაქმნის დასაწყებად და არც სურვილი აქვს ამის.ის კვლავაც იწყნარებს რეტროგრადებს და ცდილობს, თვალში ნაცარი შეაყაროს როგორც ჩვენს ხალხს, ისე დაინტერესებულ საერთაშორისო საზოგადოებას. ეს მეტად სახიფათო პროცესი ცხადყოფს, რომ ნდობადაკარგული ოცნება არჩევნებს უწესო მანიპულაციებით, ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური მობილიზებითა და სხვა უკანონო გზებით ჩაატარებს. ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გაახსენდა ხალხი და ცდილობს, მდარე, იაფფასიანი საშუალებებით აღიდგინოს კატასტროფულად დავარდნილი რეიტინგი. ოცნება კვლავ მოჯადოებულ, მანკიერ წრეშია და უნდა, რომ ამ წრის კოსმეტიკური ცვლილებით მოიპოვოს ამომრჩევლის ნდობა. საზოგადოება უარს იტყვის ამ მორიგ სიცრუეზე და თავად შეუდგება ჩაკეტილი წრის გარღვევას!”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...