Home » მთავარი » „ოცნების“ დეპუტატი: მთავრობაც ვერ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს!

„ოცნების“ დეპუტატი: მთავრობაც ვერ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს!

„ქართული ოცნების” წევრი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს:

-“დღეს ყველასთვის შავად არის საქმე”, რადგან ლარის გაუფასურებასა და ფასების მატებაზე საგარეო ფაქტორები და ოპოზიციის მიერ ატეხილი პანიკა მოქმედებს. მთავრობაც ვერ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს.ოპოზიცია ყველა წესიერი თუ უწესო გზით ცდილობს გაუფუჭოს მთავრობას მდგომარეობა. ლარის გაუფასურება და ცხოვრების გაძვირება არავის არ სიამოვნებს. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ერთი საკითხი არ არის, ბევრი რამეა. ის, რომ მსოფლიოში დოლარის გამყარებაა, ის, რომ ჩვენ საექსპორტო პროდუქცია არ გვაქვს, იმპორტზე ძალიან ვართ დამოკიდებული და ისიც, რა თქმა უნდა, რომ ალბათ, მთავრობაც ვერ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს” – ამბობს არველაძე.

წყარო “რეზონანსი”

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...