Home » მთავარი » “ოცნების” მიერ გაყვანილ დეპუტატებს ქვეყნის განვითარების მრეწველებისეული ხედვა აქვთ-სტალინელები არიან, არ უნდათ ნატოში…

“ოცნების” მიერ გაყვანილ დეპუტატებს ქვეყნის განვითარების მრეწველებისეული ხედვა აქვთ-სტალინელები არიან, არ უნდათ ნატოში…

თუკი ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების“ ჩამოყალიბების საფუძველზე, “მრეწველთა“ პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს და ცესკოში წევრს შეინარჩუნებს, ამით არაფერი დაირღვევა-ასეთია უმრავლესობის დეპუტეტების შეხედულება და ამ აზრს იზიარებს გია ვოლსკიც, რომელმაც დღეს განაცხადა:

-„ეს არის ფრაქცია, რომელიც შეიქმნა არა მხოლოდ უპარტიო დეპუტატებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, ვისაც აქვს შესაბამისი სულისკვეთება, არის პარტიული ნიშნით და არა სხვა რაიმე ნიშნით. თუკი მათ კანონი ანიჭებს უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში და იყოს დაფინანებული, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ შეცვლი – არც კანონის საწინააღმდეგოდ ხდება რამე და არც ამ ადამიანების პოლიტიკური ორიენტირების საწინააღმდეგოდ. ვერ ვხედავ რაშია პრობლემა“.

 ვოლსკის ამ განცხადებას თინა ხიდაშელი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

-„აქ გიორგი ვოლსკის დღევანდელი ციტატაა. ის გულწრფელი ადაიანია და მადლობა ამისთვის!
ის რასაც ის ამბობს და ამ დღეებში მოხდა ნიშნავს:
1. ოცნების მიერ გაყვანილ დეპუტატებს ქვეყნის განვითარების მრეწველებისეული ხედვა აქვთ — სტალინელები არიან, არ უნდათ ნატოში და ნოსტალგია აქვთ 37 მანეთიან ბილეთზე რუსეთში.
2. ჩვენ ვიცით რომ ასეთი უფრო მეტი ყავს ოცნებას მაგრამ ვოლსკისგან გაგონილი სხვაა…
3. კვირიკაშვილის პარტიამ დღეს ნახევარი მილიონი აჩუქა სტალინელებს;
4. კვირიკაშვილის ხელისუფლებამ დღეს საარჩევნო კომიებში ადგილი აჩუქა სტალინელებს და მისი 2 ლიდერი — პირველი ვიცე სპიკერი და ჩვეულებრივი ვიცე სპიკერები მიესალმებიან ამ ამბავს და პრობლემას ვერ ხედავენ…
5. მრეწველები დღეს კვირიკაშვილის ხელისუფლებამ დაასაჩუქრა იმ ანტი-ნატო პრორუსული კამპანიისთვის რომელიც ჩვენს წინააღმდეგ დიადგა! ვაკი გადახდილია!
6. ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ასეთი ლუსტრაციაც არ იყო საჭირო…

ეს ისე ფაქტები ისტორიისთვის: კომბლებს ვთლი და ….
“ამ ადამიანებს აქვთ განწყობა, აქვთ დამოკიდებულება და არიან “მრეწველები“ არამხოლოდ სახელით, არამედ დამოკიდებულებით პოლიტიკის და ქვეყნის განვითარების მიმართ. აქ დარღვევა არანაირად არ იკვეთება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ”-წერს ხიდაშელი.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...