Home » მთავარი » “ოცნების” წყალობით, “ნაცმოძრაობას” პოლიტიკური დანაშაულები “ხახვივით შერჩა”!

“ოცნების” წყალობით, “ნაცმოძრაობას” პოლიტიკური დანაშაულები “ხახვივით შერჩა”!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

   საბოლოო მონაცემებით, – 475 000 ხმა (პარტიული სიით!) მიიღო “ნაცმოძრაობამ”, თითქმის ნახევარი მილიონი!! და რა, რა ვუყოთ ამ ქართველებს, ვინც ხმა მისცა მათ?! “თემიდან მოვკვეთოთ”?! სისულელეა, ეს ხომ საბოლოოდ გახლეჩს ქვეყანას?! იმიტომ მივედით აქამდე, რომ, როდესაც მოძალადე სააკაშვილის და მისი “ნაცხროვის” რეჟიმი დავამარცხეთ 2012 წლის ოქტომბერში და ისინი თავს “ვეღარ ყოფდნენ” ვერსად, მაშინ არ უნდა დათანხმებულიყო “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა არავის “რჩევებს” და კოჰაბიტაციაზე არ უნდა წასულიყო მათთან! მაგრამ, ქართველ ხალხს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა “ნაცების” 9 წლიანი ძალმომრეობისაგან, არაფერიც არ კითხეს, იფიქრეს, რომ “მკვდარი მაინც არ გაცოცხლდებაო” და როგორც ხედავთ მწარედ შეცდნენ!

დღეს კი, “დასჭირდათ ნაცებთან თანამშრომლობა”, სხვაგვარად სერიოზული პრობლემები ჰქონდათ და კიდევ ექნებათ, თუ “ნაცები” უარს იტყვიან ახალ პარლამენტში შესვლაზე, რის შედეგადაც ორპარტიული პარლამენტი დაკარგავს ლეგიტიმაციას…”ქართული ოცნების” ამდაგვარი სტრატეგიის და ტაქტიკის წყალობით “ნაცმოძრაობას” პოლიტიკური დანაშაულები “ხახვივით შერჩა”, მათ მხოლოდ თითო-ოროლა ბობოლა ნაცის ციხეში ჯდომით, მცირეოდენი საფასური გადაიხადეს… სად არის, დაპირებული სამართლიანობის აღდგენა?!

მოკლედ, აი ეგ არის სულ, – “ქართული ოცნების კაი-კაცობა”!!!…

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...