Home » მთავარი » “ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ აქ არ გახლავთ საზღვარი!”

“ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ აქ არ გახლავთ საზღვარი!”

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ახალგორის რაიონში, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს. ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, პუნქტის გახსნის მიზანი, ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლია.

მურატ ცხოვრებოვის განცხადებას, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე ვერანაირი საზღვარი ვერ გაიხსნება.

„საოკუპაციო ხაზთან, ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე ბუნებრივია, ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ აქ არ გახლავთ საზღვარი. საქართველოს საზღვარი გააჩნია რუსეთთან კავკასიონის ქედზე. ჩვენთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება და ტვირთბრუნვა კი არ შეიზღუდოს, არამედ გამარტივდეს. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს და ე.წ. ფორმულირებებს, რომ აქ შეიძლება იყოს საბაჟო, ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად და ყველა სხვა თვალსაზრისით არის შეუძლებელი, არალეგიტიმური, ვინაიდან, საქართველოს საზღვარი აქ არ გააჩნია,” – განაცხადა ციხელაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...