Home » მთავარი » ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა საპატიოდ მხოლოდ პარლამენტში ითვლება

ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა საპატიოდ მხოლოდ პარლამენტში ითვლება

ოჯახური მდგომარეობის გამო პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენა კვლავ საპატიოდ ჩაითვლება

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა იმსჯელა მერვე მოწვევის პარლამენტში რეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც არ იყო მიღებული სამი მოსმენით. მათ შორის იყო საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრების მიერ სხდომების გაცდენა „ოჯახური მდგომარეობის“ გამო არასაპატიო უნდა გამხდარიყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ამ და სხვა მნიშვნელოვან კანონპროექტების შესახებ პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართა (https://goo.gl/QVtKIg) კონკრეტული კანონპროექტების მიზანშეწონილობისა თუ მიზანშეწონლობის თაობაზე.

სამწუხაროა, რომ პარლამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია (https://goo.gl/RhZjtB) გააგრძელოს „საქართველოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც, „ოჯახური მდგომარეობა“ არ უნდა ჩაითვალოს პარლამენტის წევრების მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად. აღსანიშნავია, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა საპატიოდ არ ითვლება პარლამენტის გარდა არც ერთ სხვა საჯარო დაწესებულებებში.

რეგისტრირებული ინიციატივა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ეკუთვნოდა. ამავე კომიტეტმა იმსჯელა აღნიშნული ინიციატივის მიზანშეუწონლობის თაობაზე მეცხრე მოწვევის პარლამენტში.

აღსანიშნავია, რომ მე-8 მოწვევის პარლამენტში ოჯახური მდგომარეობის გამო პლენარული სხდომის 5913 გაცდენა დაფიქსირდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ პარლამენტის წევრების მიერ ხდებოდა რეგლამენტის არსებული ჩანაწერის სისტემატურად ბოროტად გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა შეძლოს ამ მანკიერი პრაქტიკის უარყოფა და სათანადო ცვლილებების განხორციელება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“მოგესალმებით აბრეშუმის გზის ფორუმზე…” (პირდაპირი)

გიორგი გახარიამ ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა: #BMG #LIVE #საქმიანიდილა Gepostet von BMG am Montag, 21. ...