Home » მთავარი » პაატა მხეიძე: თითოეული რუსთაველი ოჯახი იგრძნობს უკეთესი მომავლის გამოძახილს!..

პაატა მხეიძე: თითოეული რუსთაველი ოჯახი იგრძნობს უკეთესი მომავლის გამოძახილს!..

R

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ბეგაძესთან ერთად ის რუსთავის ბაზრობის თანამშრომლებს შეხვდა და დასაქმებასთან დაკავშირებით პარტიის განსახორციელებელი რეფორმები გააცნო.

-„ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი:

• მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი;

• ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი.

• ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი;

• დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი;

• ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი.

დასაქმება დღეს დიდი პრობლემაა, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის მისახედი და დაწყებული პროექტები გასაგრძელებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ თქვენთან ერთად ყველა პრობლემას გადავლახავთ და თითოეული რუსთაველი ოჯახი იგრძნობს უკეთესი მომავლის გამოძახილს.

b b1 b2 b3

მაჟორიტარობის კანდიდატებმა შეხვედრა გამართეს რუსთავის ეთნიკურ უმცირესობასთან და პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლებთან.

e1 e2 e3 e4

ორივე შეხვედრაზე აქცენტები სოციალურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე გაკეთდა.

-„ქართული ოცნების“ სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: სიღატაკის დაძლევა და სიღარიბის შემცირება, სოციალური დახმარების სისტემის ეფექტიანობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა, დასაქმების მოტივაციის გაზრდა და ხელშეწყობა. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით: – დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა;

-უზრუნველყოფილი იქნება სისტემის ფუნქციონირება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმგვარად, რომ გამოირიცხოს სუბიექტური ფაქტორები; გამკაცრდება მონიტორინგის სისტემა;

– დაინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც გახდება საპენსიო ასაკში ღირსეული არსებობის გარანტია.

დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსებას დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან;

– დაინერგება სახელმწიფო პროგრამა – „ცხოვრება გრძელდება“, რომლის ფარგლებში კერძო კომპანიები წახალისდებიან საპენსიო ასაკის კვალიფიციური პირების დასაქმებისათვის“-განაცხადა შეხვერდაზე პაატა მხეიძემ.

p p2 p3 p4p

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც ...