Home » მთავარი » პაატა მხეიძე: ჩვენ ერთად ავაშენებთ თანამედროვე რუსთავს!

პაატა მხეიძე: ჩვენ ერთად ავაშენებთ თანამედროვე რუსთავს!

R

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ რუსთაველებს და სრულიად საქართველოს  რუსთავქალაქობა მიულოცა.

-„ჩემო რუსთაველებო, რუსთავის მეგობრებო და გულშემატკივრებო, გილოცავთ რუსთავქალაქობას! მინდა ამაყობდეთ თქვენი ქალაქით, თანაქალაქელთა წარმატებებით და კეთილდღეობით. ჩვენ ერთად ავაშენებთ თანამედროვე რუსთავს, ისეთს, როგორსაც თქვენ, რუსთაველები იმსახურებთ!“-მიმართა მან საზოგადოებას.

დღესვე კანდიდატი რუსთავის სტადიონზე იმყოფებოდა და მომავალ სპორტსმენებს მხარდაჭერა და გვერდით დგომა აღუთქვა.

-„რუსთავის სტადიონზე დღეს მე და გიორგი ქართული სპორტის იმედს, ენერგიულ, მოტივირებულ, ანთებულ, გოგო-ბიჭებს შევხვდით. ვესაუბრეთ მათ მშობლებს, მწვრთნელებს და კლუბის ხელმძღვანელებს. სპორტის მხარდაჭერა ჩემთვის პრინციპული საკითხია, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ საშუალება იცხოვრონ სპორტულად ჯანსაღი ცხოვრების წესით ფინანსური პრობლემების მიუხედავად.
ჩვენ ვგეგმავთ კომპლექსურ ღონისძიებებს ქალაქში სპორტის განვითარებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიმართულებით.
რუსთავს ბევრი საინტერესო და წარმატებული სპორტსმენი ჰყავს სპორტის სხვადასხვა სახეობაში და საჭიროა მათი მაქსიმალური ხელშეწყობა და წახალისება“-განაცხადა პაატა მხეიძემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჩვენ, ექიმები მზად ვართ, რომ ჩავიდეთ და ვაჟა გაფრინდაშვილს ჩავენაცვლოთ“

​ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად – ...