Home » მთავარი » პაატა სალია: რუსთავი 2-ის ეთერით ნაჩვენები არის ყალბი დოკუმენტი

პაატა სალია: რუსთავი 2-ის ეთერით ნაჩვენები არის ყალბი დოკუმენტი

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტის ავთენტურობას არ ადასტურებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია და ამბობს, რომ უზენაესმა სასამართლომ ახალი გარემოება არ უნდა გაითვალისწინოს.

-„ქიბარ ხალვაში ცალსახად გამორიცხავს და კატეგორიულად უარყოფს მსგავსი შეთანხმების არსებობას ირაკლი ოქრუაშვილთან და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერას. ის, რაც იყო რუსთავი 2-ის ეთერით ნაჩვენები, არის ყალბი დოკუმენტი. მიგვაჩნია, რომ ეს არის მოგვიანებით, ახლახანს შექმნილი დოკუმენტი, რომელზეც ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს” – აცხადებს სალია.

მისივე თქმით, მას კავშირი არ აქვს დღეს ჩანიშნულ პროცესთან.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი2-მა გუშინ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში რუსთავი 2 არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს:

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს , ტექტს უცვლელად გთავაზობთ: ...