Home » მთავარი » „პანორამა თბილისი“ – საია განჩინების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებს

„პანორამა თბილისი“ – საია განჩინების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებს

როგორც საზოგადოებას ახსოვს, თანაინვესტირების ფონდმა “პანორამა თბილისის” პროექტი საზოგადოებას 2014 წლის მარტში წარუდგინა. პროექტის განხორციელება სოლოლაკის მაღლობზე, სოლოლაკის ბაღებზე, თავისუფლების მოედანზე და ერეკლე მეორეს მოედანზე იგეგმება. პროექტს საზოგადოებაში მაშინაც და ახლაც ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომლებმაც არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, “პანორამა თბილისი” აღნიშნულ რაიონში კიდევ უფრო დაარღვევს ისედაც პრობლემატურ ეკოლოგიურ ბალანსს.

„პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ სარცელი ჰქონდა შეტანილიახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის. “პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში გაცემულ ორ სამშენებლო ნებართვას აპროტესტებს. ორგანიზაციის იურისტები აცხადებენ, რომ სოლოლაკის მაღლობისა და სოლოლაკის ბაღების მშენებლობის ნებართვა თბილისში არსებული ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაშია გაცემული, თუმცა როგორც ირკვევა მოსამართლემ დააკმაყოფილა “პანორამა თბილისის” საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი ხანდაზმული იყო.

საია განჩინების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია-ს იურისტი სულხან სალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდელობა, კერძოდ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში მსგავსი ტიპის სამშენებლო ნებართვის გაცემას კრძალავს. საია ამ ორი ნებართვის გაუქმებას მოითხოვს.

მანამდე, საია-მ მტკიცებულების დართვაზე შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და კულტურის სამინისტროში გაგზავნილი მათი წერილი საქმეს დაურთო. სწორედ ამ წერილის საფუძველზე მიიღეს კულტურის სამინისტროდან რუკა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პანორამა თბილისისთვის ორი ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია გაცემული და დაცვის სპეციალური ზონაა, სადაც მშენებლობები ნებადართული არ არის.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში უკვე 208 დაინფიცირებულია

საქართველოში კორონავირუსით უკვე 208 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 3 ადამიანია გარდაცვლილი,  46 კი  უკვე გამოჯანმრთელდა. ეს ...