Home » მთავარი » პარლამენტი მთავრობას სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღების რეკომენდაციით მიმართავს

პარლამენტი მთავრობას სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღების რეკომენდაციით მიმართავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია სკოლის მოსწავლეებისთვის რეპროდუქციული, სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების ძირითადი საკითხების სწავლების შესახებ და საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ასევე, მოიცავს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე მოსწავლეებისთვის სემინარების ორგანიზებას.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, რათა მათ სათანადო ინფორმაცია ჰქონდეთ ოჯახის დაგეგმვის, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებისა და ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

“სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის სწავლება არ არის ფორმალური საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი და არაფორმალური განათლების აქტივობები ზოგადი განათლების საფეხურზე ნაკლებად ხორციელდება”, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ჯერ მხოლოდ პროექტის სახე აქვს, რომლის განხილვაც დღევანდელ სხდომაზეა დაგეგმილი.

წყარო imedinews.ge

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...