Home » მთავარი » პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად განაახლებს

პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად განაახლებს

დღეიდან საქართველოს პარლამენტი ბიუროს სხდომის გახსნით მუშაობას ოფიციალურად განაახლებს.

პარლამენტმა მიმდინარე სასესიო კვირას შესაძლოა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე იმსჯელოს.

პარლამენტი სექტემბრის ბოლოს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გეგმავს, რომელიც ორი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე უკვე დაამტკიცეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს საკანონმდებლო ორგანო მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს მიიღებს. მისივე თქმით, პროექტში შინაარსობრივი ცვლილებები მასში არ განხორციელდება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე იხსნება და დეკემბერის მესამე პარასკევს იხურება.

ცნობისთვის, გავრცელებული ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე შესაძლოა ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა იქნეს დასახელებული.

Facebook Comments
x

Check Also

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობისთვის გელა გელაშვილი იბრძოლებს

,,ლელო საქართველოსთვის“ კახეთის რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელა გელაშვილი იქნება. ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახმეტა-თელავი-ყვარელი- ...